2020 წლის თებერვლის მონაცემებით იმერეთსა და ქუთაისში ტურისტების რაოდენობა არ შემცირებულა.
„სტატისტიკით, რომელიც ჩვენ გვაქვს ტურისტების რაოდენობა არ შემცირებულა, უფრო მეტიც მატება გვაქვს შარშან ამ პერიოდთან შედარებით“, - ამბობს იმერეთის“ ტურიზმის ცენტრის დირექტორი ტატო ლილუაშვილი.
საუბარია იმ ტურისტებზე, რომელთაც ქუთაისის ტურიზმის ცენტრს მიმართეს.
შარშან თებერვალში ტურისტების
რაოდენობა 440-ს შეადგენდა, წელს 900-ზე მეტია, აღნიშნევენ ტურიზმის
ცენტრში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს
დადასტურდა. ყველა დაინფიცირებული საქართველოს
მოქალაქეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ
გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ჰუბეის
პროვინციაში, ქალაქ უჰანში დაიწყო.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.




მასალის გამოყენების პირობები