ახალი ამბები
შუქრუთის მოსახლეობა 8 მარტს მასშტაბურ აქციას გეგმავს
FaceBook
ჭიათურის  სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები, რომლებსაც უკვე მე-17 დღეა შუქრუთში "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელობაში არსებული 17-ვე მაღარო პარალიზებული აქვთ, 8 მარტს აქციას ჭიათურის მერიასთანაც გამართავენ.

ეს მერიის წინ მათი რიგით მეორე გამაფრთხილებელი აქცია იქნება და ისინი ცენტრალურ მთავრობას პრობლემით დაინტერესებისკენ და მედიატორის როლის შესრულებისკენ მოუწოდებენ.

"მთელი სოფელი იქნება გამოსული. ძალიან დიდი აქცია იქნება. ამ აქციით კიდევ ერთხელ გვინდა ვაჩვენოთ კომპანიას, რომ მთელი სოფელი არის ერთიანი და ვიდგებით ბოლომდე ჩვენი უფლებების დასაცავად", - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ოსეფაშვილი. 

შუქრუთელების თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ კომპანია მათი მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს და დაზარალებულ 282-ვე ოჯახს ზიანს არ აუნაზღაურებს.

შუქრუთის მცხოვრებლებს მიმდინარე წლის 17 თებერვლიდან პროტესტის ნიშნად ბლოკირებული აქვს შუქრუთში არსებული ყველა მაღარო. ისინი ჩივიან, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს, ამიტომ კომპანიისგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

შუქრუთელებმა აქცია მოთხოვნების დაკმაყოფილების მოთხოვნით გასული წლის სექტემბერში დაიწყეს. აქციები გაგრძელდა ნოემბერშიც, როდესაც შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს ჰქონდათ პარალიზებული.

მათ საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლები დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზს" შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ.

შპს "ჯორჯიან მანგანეზი" ეკოლოგიური და სოციალური ზიანის ნაწილში თავის პასუხისმგებლობას უარყოფს და მოსახლეობას მოლაპარაკების ფორმატის დაუბრუნებისა და საწარმოსთვის საქმიანობის შეუფერხებლად განახორციელების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.



ამავე თემაზე:

სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

ომბუდსმენი შუქრუთში მოსახლეობის პროტესტს ეხმიანება


"არ ვაპირებთ გაჩერებას" - მოსახლეობამ "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტი განაახლა

"ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზებები შუქრუთელებს და მოსახლეობის პასუხი

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთში ვიზიტისას თქვა, რომ
15:48 / 23.10.2021
ირაკლი ღარიბაშვილმა იმერეთში ვიზიტისას თქვა, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატებმა პირველ ტურში "მოღალატე გახარიას" გამო ვერ გაიმარჯვეს.
ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთში, თვითმმართველობის
არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსახლეობას
შეხვდა.
15:23 / 23.10.2021
ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, მოსახლეობას შეხვდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.