ახალი ამბები
ქუთაისში, საჯარო სკოლის სარდაფში მარიხუანას დასამზადებელი ნივთები ამოიღეს
FaceBook

ქუთაისში, აფხაზეთის განათლების სამინისტროს  N5 საჯარო სკოლის სარდაფში მარიხუანას დასამზადებელი ნივთები იპოვეს.


ფოტოები ვიდეოკადრებთან ერთად  ერთ-ერთმა ადგილობრივმა გაავრცელა. მასალაში ჩანს, სავარაუდოდ, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი, სადაც თვითნაკეთი  "ბულბულატორები" და გამოყენებული შპრიცები ყრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ სკოლის სარდაფში, ძირითადად, მოსწავლეები იკრიბებიან. ტერიტორიაზე ხშირია მოზარდებს შორის ე.წ. საქმის გარჩევები.



"ერთ ეზოში არის ორი კორპუსი, ერთში განთავსებულია 24 -ე საჯარო სკოლა, ხოლო, მეორე შენობა  წლებია დათმობილია აფხაზეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად აფხაზეთის #5 საჯარო სკოლისთვის. ეს ამბავი სწორედ ამ  სკოლის შენობის სარდაფში ხდება. განათლების სამინისტრო უკვე საქმის კურსშია. უწყებამ მომხდარი უკვე აცნობა აფხაზეთის მთავრობას", - ამბობს ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.

აფხაზეთის N 5 საჯარო სკოლაში ახლა  არავინ იმყოფება. შენობა კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გამო დროებით დაკეტილია.
მომხდარზე  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ -ს 273-ე პრიმა​ მუხლით დაიწყო, რაც კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და გასაღებას გულისხმობს. სკოლის შენობის სარდაფში ნაპოვნი ნივთები მტკიცებულების სახით  უკვე ამოღებულია.
გამოკითხვაზეა დაბარებული სკოლის დირექტორი.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის
ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით
(Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
10:49 / 17.01.2025
საქართველოს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის
კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
10:21 / 17.01.2025
ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.