ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს იწვევს
FaceBook
28-29 თებერვალს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) განათლების საერთაშორისო გამოფენაზე პირველ პრეზენტაციას მართავს, სადაც აბიტურიენტებს მოიწვევს.

მათემატიკა, მენეჯმენტი და კომპიუტერული მეცნიერებები - 2020-2021 სასწავლო წლებში უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს ამ პროგრამებზე სწავლა შეეძლებათ. 

"დღეს და ხვალ გვაქვს, თბილისში, ექსპო-ჯორჯიას N11 პავილიონში ჩვენი უნივერსიტეტის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღოთ დეტალური ინფორმაცია საუნივერსიტეტო სივრცისა და აკადემიური პროგრამების შესახებ", - ამბობს KIU-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი, გიორგი კოპალეიშვილი.

გამოფენაზე მეათე-მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართება მინი კონკურსი, რომელიც მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების უნარით გამორჩეულ მოსწავლეებს გამოავლენს.

ქუთაისის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ქალაქის გამოფენა ექსპო ჯორჯიაში 29 თებერვალს, 17:30 საათზე, კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოებით დასრულდება.

უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლებისა და სტუდენტური სერვისების მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველად იღებს მონაწილეობას. 

საუნივერისტეტო ქალაქის მშენებლობა ქუთაისელებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა,  2016 წელს,  საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე,  საზეიმოდ  ამცნო. მუხნარის ტერიტორიაზე მოწყობილ  პრეზენტაციაზე უნივერსიტეტის მაკეტიც  წარმოადგინეს და თქვეს, რომ 2019 წელს სასწავლებელი 60 000 სტუდენტის მიღებას შეძლებდა.


წლიდან წლამდე შეიცვალა როგორც მშენებლობის ვადები, ასევე, პროექტის მასშტაბები და სასწავლების სახელწოდებაც. ჯერ დაპირებული 2019 წლის ნაცვლად, უნივერსიტეტში სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2020 წელს გადაიტანეს, შემდეგ კი ჯერარაშენებული უნივერსიტეტის რექტორმა, თემურ მურღულიამ  განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები პროექტის მიხედვით  15 000 სტუდენტზეა გათვლილი, თუმცა, მისივე თქმით, მკაცრი გამოცდების პირობებში,  პირველი აკადემიური რესურსი, სავარაუდოდ, მხოლოდ 2000 სტუდენტი იქნება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.