ახალი ამბები
"ტორპედოს“ ახალმა ინვესტორმა გუნდის ფორმა და მთავარი სპონსორი წარადგინა
FaceBook

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა, ფაბრიციო მანინომ გუნდის ახალი ფორმა, ვებსაიტი და მთავარი სპონსორი წარადგინა.


"ტორპედოს“ ახალი გენერალური სპონსორი ონლაინ გაყიდვების  საერთაშორისო კომპანია „ედენარო“ იქნება. რაც შეეხება გუნდის ჩაცმულობას, ფორმები კვლავ შავ და თეთრ ფერებშია წარმოდგენილი, თუმცა, ახალი დიზაინით.

დღესვე, კლუბის პრეზიდენტმა განახლებულ შემადგენლობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ  გუნდის დაკომპლექტების პროცესი ერთ კვირაში დასრულდება.


„ჩვენ შევიძინეთ დაახლოებით 10 ახალი ფეხბურთელი და დღეს წარმოგიდგენთ  ახალ გუნდს. ერთ კვირაში დასრულდება ფებურთელების შეძენის პროცესი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი ოცნება, არამედ, რეალობად იქცევა და დავიკავებთ პირველ ადგილს. ნამდვილად მინდა, რომ ამ წელს მოვიგო", - განაცხადა ფაბრიციომ.

მანინომ ეროვნული ლიგის მოახლოებულ თამაშზე და კლუბის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა

"ჩვენ ვიწყებთ ახალ სეზონს. თქვენ იცით, რომ დიდი ხანი არ არის რაც ემზადება გუნდი, მაგრამ  გვყავს ძალიან კარგი მწვრთნელი მიხეილ აშვეთიას სახით და ფეხბურთელები და ვიმედოვნებ, რომ პირველი მარტის თამაშისთვის კარგად ვიქნებით მომზადებული", - განაცხადა ფაბრიციო მანინომ.


კლუბის პრეზიდენტის თქმით, პირველ ეტაპზე მთავარი ამოცანა ეროვნულ ლიგაში ღირსეული თამაშია. სამომავლოდ კი კლუბი ბავშვთა და ქალთა ფეხბურთის განვითარებაზეც აქტიურად იზრუნებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.