ახალი ამბები
"არ ვაპირებთ გაჩერებას" - მოსახლეობამ "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ პროტესტი განაახლა
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა "ჯორჯიან მანგანეზის" მფლობელობაში არსებული მაღაროების ფუნქციონირება კვლავ შეაჩერეს.

მოსახლეობა კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას თვეებია ითხოვს. ისინი ჩივიან, რომ მადნის მოპოვებითი სამუშაოები მათ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და მიცვალებულთა საფლავებს აზიანებს. 

"ნოემბრის შემდეგ, დღეს დილის შვიდი საათიდან განვაახლეთ საპროტესტო აქციები და არ ვაპირებთ გაჩერებას, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, გიორგი ნეფარიძე. 

შუქრუთში მცხოვრები გიორგი ოსეფაიშვილით თქმით, მათი მოთხოვნაა ზარალის ანაზღაურება თითოეული კომლისთვის მოხდეს. 

შუქრუთში სახლების გაბზარვის გამოწვევს მიზეზებს თავიდან შპს "საინჟინრო კვლევების ცენტრი იკვლევდა. თუმცა არასამთავრობო სექტორი მაშინ აღნიშნავდა, რომ აუცილებელია ეს საკითხი არა "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ დაქირავებულმა კერძო კომპანიამ, არამედ სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს.

შუქრუთელთა პროტესტს გამოეხმაურა EMC და სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს დაზარალებულთა საცხოვრისისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. 

"ჯორჯიან მანგანეზში" აღნიშნულ საკითხზე ამ ეტაპისთვის კომენტარს არ აკეთებენ.

ჭიათურის მუნიციპალიტეტ სოფელ შუქრუთის მოსახლეობას შუქრუთში მდებარე ყველა მაღაროს შესასვლელი ერთ კვირაზე მეტხანს, გასული წლის ნოემბერში, ჰქონდა პარალიზებული.

მათ საპროტესტო აქციები მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებმა დაზიანებული სახლების კომპენსაციის გადახედვას დაჰპირდნენ. ადგილობრივები "ჯორჯიან მანგანეზს" შეთანხმების რამდენჯერმე დარღევაში ადანაშაულებენ.

ფოტო:
ქუთაისიპოსტის არქივი

ამავე თემაზე:

სოფელი, რომელიც შესაძლოა ჩაიძიროს (ფოტო/ვიდეო)

ჭიათურაში მოსახლეობის პროტესტზე "ჯორჯიან მანგანეზი" განცხადებას ავრცელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთის მოსახლეობას სასამართლოში უჩივის
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.
15:02 / 17.04.2024
რუსულ კანონს პირველ მოსმენაზე მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.