უცხოურ (ჩინური) კომპანიის წარმომადგენლებს, რომლებიც უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებენ, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე შეხვდნენ.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უბისაში მომხდარ ფაქტს და მშენებელ კომპანიას შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიმართულებით გაფრთხილება მიეცა.
„როგორც მშენებელ, ასევე ზედამხედველ კომპანიას წარმოვადგენინეთ განმარტებები მომხდარი შემთხვევის შესახებ. შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით, დეპარტამენტის მხრიდან მკაცრად გავაფრთხილეთ კომპანიის წარმომადგენლები. ამასთანავე, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია უკვე ატარებს მოკვლევას და ხარვეზების დადგენის შემთხვევაში უმკაცრესად დაისჯება ყველა პასუხისმგებელი პირი", -განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ.
რიკოთის უღელტეხილზე, უბისასთან, ავტომაგისტრალის სამშენებლო
სამუშაოების დროს, ობიექტი, მიმდინარე წლის 14 თებერვალს,
ჩამოიშალა.
შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
პროფკავშირის თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში
ამბობს, რომ ობიექტი, სავარაუდოდ, სამშენებლო ნორმების დარღვევით იყო
აშენებული.
"სავარაუდოდ, არ იყო სამუშაოები სწორად შესრულებული", - ამბობს ვიტალი
გიორგაძე. მისი თქმით, შენობაში, სადაც შემთხვევა მოხდა, მუშები
ძირითადად, შედუღებით სამუშაოებს აწარმოებდნენ.
უბისასთან ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია
"ჩინეთის გზებისა და ხიდების მშენებლობის ჯგუფი"
ახორციელებს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.
იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.




მასალის გამოყენების პირობები