ახალი ამბები
საუკუნის სიყვარული (ვიდეო)
FaceBook

სოფელ მანდაეთში, ტყის განაპირას ხის პატარა სახლი დგას ეულად. თოვს. ბუნების სიმშვიდეს არაფერი არღვევს.

შუშაბანდიანი ოდიდან შეშის ღუმლის ტკაცა-ტკუცს თუ გაიგებ. სახლი ძველია, თუმცა ასაკით მის ბინადრებს ბევრად ჩამოუვარდება. ნოე მუმლაძე და მარუსა ციცვიძე 100 წლის არიან.

 

ქორწინებაში 70 წელზე მეტი იცხოვრეს. მათი სიყვარულის ისტორია კიდევ უფრო მხცოვანია. ოდა ქორწინების მერე ააშენეს. აქ ხუთი შვილი, 11 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი გაზარდეს. ახლა მარტო ცხოვრობენ. ჟრიამული მანდაეთის ტყის პირას მხოლოდ ზაფხულობით ისმის. მანამდე კი ჭიათურიდან შვილი სტუმრობს ყოველკვირეულად. დანარჩენ დროს მოხუცები ერთმანეთზე ზრუნვაში ატარებენ.

''დილით ჯერ წამოდგომაში ვეხმარებით ერთმანეთს, შემდეგ საჭმელს ვაკეთებთ, ვალაგებთ, ვმუსაიფობთ".

ნოე ბაბუს თითქოს სახე ეცვლება, როცა მარუსას გაცნობას და სკოლის მერხიდან მისი შეყვარების ამბავს იხსენებს. ამბავს, რომელიც თითქმის საუკუნეს ითვლის.

მოსაყოლი ბევრი აქვთ, თუმცა საუბარი მალე ღლით. ნოე ბაბუ ყვება რომ მათი შეუღლება ხანგრძლივი განშორებით დაიწყო.

1941 წლის 1 მაისს იქორწინეს, 5 მაისს კი ნოე ომში წავიდა. მარუსა, დედამთილთან ერთად ომის ვეტერანს ხუთი წლის განმავლობაში ელოდა.



2020 წლის 1 იანვარს მოხუცებს 100 წლის იუბილე გადაუხადეს. ნოე ბაბუს დაბადების დღეს ერთად აღნიშნეს საუკუნის მითვლა. ამ დღეს ცოლ-ქმარმა ოჯახიც მოისიყვარულა და სამეზობლოც. წყვილმა საჩუქარი ჭიათურის მერიისგანაც მიიღო. მარუსა ბებოს დღეობაზე კი, ივნისში, შვილებმა საჩუქარი გაუკეთეს და მშობლების საუკუნის სიყვარული და ცოლ-ქმრობა ჯვრისწერით დააკანონებინეს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.