ახალი ამბები
"ვითხოვთ კუთვნილ ხელფასს" - ქუთაისის სამკერვალოს ყოფილი თანამშრომლების პროტესტი
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სამკერვალო ფირმის “ქუთექსის” თანამშრომლებმა ხელფასის მიღების მოთხოვნით აქცია გამართეს.


მათი  თქმით, კუთვნილი ხელფასი 4 თვეა  არ აუღიათ, ფირმა კი 7 თვეა დაყადაღებულია. 

“ყოველდღე გვქონდა საუბარი უფროსებთან, მაგრამ ხელფასს არ გვაძლევდნენ, ვითხოვთ კუთნილ ხელფასს და ვაპროტესტებთ უსამართლობას. 7 თვეა საოალაქო სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, პირველი ეტაპი დაკმაყოფილდა და ყადაღა დაადეს კომპანიას. თუმცა, მეორე ეტაპი გაჭიანურდა, მოვითხოვთ დააჩქაროს მოსამართლემ გადაწყვეტილების მიღება. ფაბრიკიდან 4 თვის იძულებით გადაცდენას და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ვითხოვთ", -  ამბობს სამკრვალო ფაბრიკა “ქუთექსის” კონტროლიორი შორენა კოჩაძე. 

"ქუთექსის" ყოფილ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება. 


"ეს ადამიანები არიან რისკის ქვეშ,  შესაძლოა, ვერ მიიღონ კუთნილი ანაზღაურება. კომპანია ცდილობს ხელოვნურად გააკოტროს “ქუთექსი”, -  აცხადებს მხეიძე.

“ქუთექსის” ფირმაში 82 ადამიანია დასაქმებული, მათი საშუალო ხელფასი 350 ლარია.

სამკერვალოს თანმაშრომლებს  ხელფასის მოთხოვნის მიზნით  საპროესტო აქცია რამდენიმე თვის წინაც გამართეს. თუმცა, მაშინ კომპანიის ადმინისტარცია აცხადებდა, რომ ფინანსური პრობლემები მათე მოგავრდებოდა. მოგვიანებით, კი სამკერვალოს თანამშრომლების ადვოკატმა და პროფკავშირების წარმომადგენლის ირაკლი მხეიძის მოთხოვნით კომპანიას ყადაღა დაედო. 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამტრედიაში ტრაილერისა და
მინივენის დაჯახების შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.
16:45 / 25.02.2020
სამტრედიაში ტრაილერისა და მინივენის დაჯახების შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.
მილანის რეისით ჩამოფრენილ 20 წლის
გოგონას, რომელიც ამ დრომდე ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში
მკურნალობს, კორონავირუსი არ დაუდგინდა.
15:32 / 25.02.2020
ილანის რეისით ჩამოფრენილ 20 წლის გოგონას, რომელიც ამ დრომდე ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, კორონავირუსი არ დაუდგინდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.