ახალი ამბები
ხარაგაულში მოსახლეობას სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდება
FaceBook

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნაწილი სასმელად უვარგისი, ტექნიკური  წყალი მიეწოდება.


ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

"მოსახლეობის ნაწილის წყალმომარაგება ხორციელდება შეფერხებით და დადგენილი სტანდარტების შეუსაბამო, სასმელად უვარგისი, ტექნიკური წყლით. პრობლემა ატარებს სისტემურ ხასიათს, თუმცა მუნიციპალიტეტს არც სატანადო ღონისძიებები გაუტარებია მის გადასაწყვეტად და არც სამოქმედო გეგმა შეუმუშავებია,“ - წერია სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.


ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიშში ისიც აღნიშნულია, რომ  მუნიციპალიტეტის ერთ დაბასა და 76 სოფელში ცხოვრობს 10,097 ოჯახი, მათ შორის, წყლის სისტემის მეშვეობით წყალი 5,336 ოჯახს მიეწოდება მუდმივად, ხოლო 3,895 ოჯახს - შეფერხებებით. დანარჩენი 866 ოჯახი კი სარგებლობს ჭებითა და წყაროებით. ამასთან, ხარაგაულის მერიას სოფლებში, გარდა საბავშვო ბაღებისა, ჩატარებული არ აქვს წყლის ხარისხის შესახებ ლაბორატორიული კვლევა. რაც შეეხება საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ წყალს, ლაბორატორიული კვლევის შედეგებით შეუსაბამობები გამოვლინდა დაბა ხარაგაულის №1 და №2 და სოფელ ხევის საბავშვო ბაღებში.

დასკვნაში მუნიციპალიტეტის მერიაში აღმოჩენილ სხვა პრობლემებზეცაა საუბარი. 

"ხარვეზები გამოვლინდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის, ასევე მისი შესრულების ეტაპზე. მერიას არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით,“ - ნათქვამია დასკვნაში.

როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ მივიღებენ ზომებს მოსახლეობამ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყალი მიიღოს.

ხარაგაულის მერიაში განმარტავენ, რომ წყლის სათავე-ნაგებობასთან დაკავშირებით მუშაობა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან" აქვთ და პრობლემა მოგვარებადია.   

"პროექტები უკვე მზადაა და სამუშაოების დაწყების მიზნით ტენდერი უახლოეს მომავალში უნდა გამოცხადდეს! რაც შეეხება სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევების შედეგად გამოვლენილ შეუსაბამობას, პირველ რიგში განვმარტავთ, რომ მერია არ არის უფლებამოსილი ჩაატაროს ლაბორატორიული კვლევები, თუმცა ჩვენი და ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან და უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხარაგაულის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა 2016 წელს განახორციელა მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევა. გამოვლენილი შეუსაბამობის  შემდეგ ხარაგაულში წყლის ლაბორატორიული კვლევები, ამჯერად  „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ“  ჩაატარა. გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე გაიწმინდა წყლის რეზერვუარები და ყველა ბაღში შეიცვალა წყლის ფილტრები. გაცნობებთ, რომ 2019 წელს აღებული წყლის სინჯები დადებითია და სასმელად ვარგისი. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციის საფუძველზე ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მიმდინარე წელს კვლავ განახორციელებს სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევას და მივიღებთ ზომებს მოსახლეობამ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი სასმელი წყალი მიიღოს," - განმარტავენ ხარაგაულის მერიაში.

სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული ანგარიში მიმდინარე წლის 7 თებერვალსაა გამოქვეყნებული. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიში პროკურატურაშია გადაგზავნილი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.