ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა "ტორპედომ" რამდენიმეთვიანი კრიზისის შემდეგ, რომლის დროსაც გუნდი თითქმის ყველა ფეხბურთელმა დატოვა, შემადგენლობის განახლება დაიწყო.
გუნდის მთავარი
მწვრთნელის, მიხეილ აშვეთიას განცხადებით, კლუბში უკვე დაბრუნდა
რამდენიმე ფეხბურთელი, გუნდის შესავსებად მოლაპარაკებები
მიმდინარეობს სხვა სპორტსმენებთანაც.
დაფინანსების გარეშე დარჩენილი კლუბი, იტალიელმა ინვესტორთა
ჯგუფმა, ფაბიო მანინოს ხელმძღვანელობით უკვე გადაიბარა. კლუბის
ინვესტირების შესახებ ხელშეკრულება ქუთაისის მერიაში, 6 თებერვალს
გაფორმდა. შეთანხმების დეტალებზე "ტორპედოს" ახალმა მფლობელმა
ჟურნალისტებთან არ ისაუბრა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ფაბიო
მანინო პირველ ეტაპზე ფეხბურთელებისა და კლუბის თანამშრომლების
სახელფასო დავალიანებას დაფარავს და ეს იქნება მისი პირველადი ინვესტიცია კლუბში.
ქუთაისის "ტორპედო" დაფინანსების გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც
მისმა ყოფილმა მფლობელმა ზაალ ჩაჩავამ ფინანსური კრიზისის გამო კლუბი
დატოვა და ქუთაისის მერიას გადააბარა.
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.




მასალის გამოყენების პირობები