ახალი ამბები
ქუთაისში გასტრო ტურიზმის განვითარებისთვის ღონისძიება გაიმართა
FaceBook
გასტრონომიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ქუთაისში ღონისძიება გაიმართა.

იმერეთი გოემიოს ფრანგულ გზამკვლევში პირველად 2019 წელს მოხვდა, რამაც განაპირობა წლის ვახშმის დაგეგმვა, რომელსაც გაცნობითი და საინფორმაციო ხასიათი ჰქონდა. ვახშამზე წარმოდგენილი იყო გოემიოს ნომინირებული რესტორნების შეფ-მზარეულების მიერ ადგილობრივ მენიუზე შექმნილი და ინტერპრეტირებული კერძები.

,,გასტრო ტურიზმის განვითარება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან იმერეთი გამორჩეულია თავისი მდიდარი სამზარეულოთი. ტურიზმის ადმინისტრაცია ყოველთვის მზადაა ხელი შეუწყოს ამ კუთხით ბიზნესის განვითარებას, რადგან გასტრონომია ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს"- განაცხადა ტურიზმის ცენტრის წარმომაგენელმა მარი დევიძემ.

ღონისძიების მიზანი იმერეთის რეგიონში კულინარიისა, სარესტორნო ბიზნესისა და გასტრონომიული კულტურის განვითარების ხელშეწყობაა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ადგილობრივი თვითმმართველობა და ტურიზმის ცენტრი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი
გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან
დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
15:28 / 16.08.2026

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე
ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
13:49 / 11.08.2026

ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.