ახალი ამბები
დაავადებათა კონტროლის რეკომენდაცია - რა ხდება ქუთაისის სკოლებში (ფოტო)
FaceBook

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვირუსების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საჯარო სკოლებს რეკომენდაციას აძლევს.


"ქვეყანაში რესპირაციული ინფექციების სეზონია და ყველა სკოლამ, სააღმზრდელო დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა - ბავშვებისთვის სუფთა გარემოს შექმნა, ხელების ხშირად დაბანა, სკოლები ხშირად განიავდეს, ხშირად მოხდეს დაალგება სველი წესით, ჰქონდეთ საპონი და ინფექციის კონტროლის საშუალება'' - ნათქვამია დაავადებათა კონტოლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში.

ქუთაისიპოსტი დაინტერსედა ამ მიმართულებით რა ხდება ქუთაისის საჯარო სკოლებში და დაცულია თუ არა ჰიგიენური ნორმები. ამ მიზნით რამდენიმე სკოლას მივაკითხეთ. 

ქუთაისის N17-ე სკოლაში აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ტარდება, რადგან იცავენ ყველა ჰიგიენურ ნორმას. სისუფთავეა საკლასო ოთახებსა და დერეფნებში.

"სველი წესით ლაგდება ოთახები, ასევე, ხდება მათი ყოველდღიური განიავება. არც მშობლები არიან პანიკაში, სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში მიდმინარეობს," - ამბობს სკოლის დირექტორი ირინა ჯგერენაია.
დერეფნებისა და საკლასო ოთახების მსგავსად, დასუფთავებული აღმოჩნდა საპირფარეშო. სველი წერტილი აღჭურვილია ხელების საშრობით და ხელების დასაბანი საშუალებებით.




ან
ალოგიური წესრიგი დაგვხვდა ქუთაისის N 40- ე საჯარო სკოლის ოთახებსა და საპირფარეშოებში.

როგორც სკოლის დირექტორი ლია კუხიანიძე აცხადებს, ყოველდღიურ დალაგებასთან ერთად, სასკოლო ოთახები, ინვენტარი, სველი წერტილები თვეში ერთხელ გენერალურად, სპეციალური ხსნარებითაც სუფთავდება.


,,არც ბავშვების დასწრების პრობლემა გვაქვს. მათი უსაფრთხოებისთვის ვახორციელებთ მოსწავლეების ჯანმრთელობის მონიტორინგს, რაშიც სრულფასოვნადაა ჩართული სკოლის ექიმი," - ამბობს კუხიანიძე.

მოსწვალეების დასწრების პრობლემა არა აქვთ ქუთაისის N12 - ე სკოლაშიც, სკოლის დირექტორი ნათია სულავა ამბობს, რომ იცავენ ყველა იმ რეკომენდაციას, რაც ვირუსების თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება.


ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ ჩართულები არიან სკოლებში გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდეს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ერთადერთი შენიშვნა მიიღო მშობლისგან.
"ხელსაბანი საშუალების თაობაზე. სავარაუდოდ, ესეც იმიტომ, რომ ზოგჯერ ბავშვები თამაშობენ, ცლიან. რა თქმა უნდა, ამაზე მალევე მოხდა რეაგირება და საპირფარეშოებში ხელსაბანი საშუალებების შევსება. სხვა მხრივ სკოლებში ყველა სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი,“ - ამბობს მაია ცქიტიშვილი.

ქალაქში 38 საჯარო სკოლაა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, თითოეული მათგანი სეზონური ვირუსების გავრცელების თავიდან აცილებისთვის, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებზე ყოველ ორ კვირაში ერთხელ მოწმდება.



 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.