საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბაღდათში, 3 თებერვალს, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 4 ბავშვი და 2 ქალი ემსხვერპლა.
უწყების ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე გამოძახებიდან 2 წუთში მივიდნენ, თუმცა ამ დროისათვის ცეცხლი მთელ სახლში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველები ცეცხლმოდებულ სახლში შევიდნენ, მათ ადგილზე თავდაპირველად 5 ადამიანის ცხედარი დახვდათ, მე-6 გარდაცვლილი კი მოგვიანებით იპოვეს.
ჯერჯერობით უცნობია ხანძრის მიზეზი.
როგორც ქუთაისიპოსტს
ადგილობრივებმა განუცხადა, ხის, ზველ სახლში სოციალურად
დაუცველი ოჯახი ბავშვებთან ერთად თვითნებურად იყო
შესახლებული.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.
იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.




მასალის გამოყენების პირობები