ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ აფასებს.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც BBC წერს, აღნიშნულის "მთავარი მიზეზი არ არის ის, რაც ხდება ჩინეთში, არამედ ის, რაც ხდება სხვა ქვეყნებში".
მათივე ინფორმაციით, შეშფოთება იმაში მდგომარეობს, რომ ეპიდემია შესაძლოა, გავრცელდეს უფრო სუსტი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნებში.
როგორც მედია წერს, კორონავირუსი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო რისკს წარმოადგენს, რომელიც მოითხოვს კოორდინირებულ საერთაშორისო რეაგირებას.
მათივე ცნობით, წინა შემთხვევაში გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა ებოლა, ზიკა და H1N1.
ცნობისთვის, ჩინეთში ახალი
კორონავირუსის შედეგად , 170 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადების 8100
შემთხვევა არის დაფიქსირებული.
interpressnews.ge
ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.




მასალის გამოყენების პირობები