ახალი ამბები
ქუთაისი ევროკომისიის მიერ 147 068,26 ევროთი დაფინანსდება
FaceBook
ქუთაისმა ევროკომისიის მიერ შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც ტურიზმის ხელშეწყობას და განვითარებას ისახავს მიზნად.
პროექტზე განაცხადი ქუთაისმა პარტნიორებთან - მოლდოვა, უკრაინა, რუმინეთი - ერთად 2019 წელს შეიტანა.

პროექტი ორ წელზეა გათვლილი და ქუთაისის მუნიციპალიტეტი 147 068,26 ევროთი დაფინანსდება. აქედან, ქალაქის თანამონაწილეობა 8 % - 12 788. 54-ით განისაზღვრება. საერთო ჯამში, ქუთაისისთვის თანხა 159 856.80 ევროს შეადგენს.

"პროექტი "აქტიური ტურიზმის განვითარება და პოპულარიზაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნებში"  (EscapeLand) გვთავაზობს ტრანსასაზღვრო ტურიზმისა და კულტურული მეწარმეობის განვითარებას, რათა გაიზარდოს ინვესტიციები და ტურისტების რაოდენობა. პროექტი მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზში აქტიური ტურისტული პოტენციალის გაზრდას და აქტიური ტურისტული ადგილების ათვისებას, ერთობლივი B2B კონფერენციების ჩატარებას", - განმარტავენ მუნიციპალიტეტში. 

პროექტის სამიზნე ჯგუფებია ტურ-ოპერატორები, ადგილობრივი ხელისუფლება და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შესაბამისი ტურისტული და კულტურული საქმიანობა აქვთ BSB–დან.

ქუთაისის მუნიციპალიტეტისათვის ეს მეორე მიმდინარე დაფინანსებაა ევროკავშირის მიერ, შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.