ახალი ამბები
"ქუთაისიდან აეროპორტის მიმართულებით ავტობუსები დაინიშნება“
FaceBook

იმერეთის ტურისტული ცენტრის ხელმძღვანელის, ტატო ლილუაშვილის თქმით, გაზაფხულიდან,  ქუთაისიდან,  დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მიმართულებით რეგულარული რეისები დაინიშნება.


2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე ტურიზმის შემაფერხებელ ყველაზე დიდი პრობლემად სწორედ მუდმივი ტრანსპორტის არარსებობა დასახელდა, რის გამოც ტურისტებს ქალაქის ცენტრამდე მისასვლელად დამატებითი ხარჯების გაღება სჭირდებათ.


„მთავარი პრობლემა, რაც  დღემდე დგას,  არის  ავტობუსების არარსეობა აეროპორტის მიმართულებით, თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ რომ,  დაახლოებით ორ თვეში,  ქალაქში იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი, გვეყოლება იმდენი (სატრანსპორტო საშუალება), რამდენიც დაგვჭირდება“, - განაცხადა ტატო ლილუაშვილმა.



იმერეთის ტურიზმის ცენტრმა 2019 წლის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, 2018 წელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 12-13%-ით იყო გაზრდილი.  ცენტრის ხელმძღვანელის, ტატო ლილუაშვილის თქმით, მცირე ჩავარდნა იყო ზაფხულში, რომელიც ივნისის მოვლენებს უკავშირდებოდა, თუმცა, მისივე თქმით, ამ პროცესებს ქუთაისი მნიშვნელოვნად არ დაუზარალებია.

რაც შეეხება ტურისტთა რაოდენობის მიხედვით ქვეყნების სამეულს, ასე გამოიყურება: გერმანია, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.