ხუთდღიანი იზოლაციის შემდეგ, ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ საჩხერეში პერევი–ქარძმანის ე.წ. გამშვებ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნა.
დღეიდან მოქალაქეებს უკვე აქვთ თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა.
ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა ერთადერთი გამშვები პუნქტი ხუთი დღის წინ ჩაკეტა. მოქალაქეებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა 30 დეკემბერს 22:00 საათიდან აეკრძალა. დეფაქტო რეჟიმმა შეზღუდვის დაწესება ახალი წლის დღეებში უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაუკავშირა.
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საოკუპაციო ზოლზე არსებულ გამშვებ პუნქტს პერიოდულად, საკუთარი სურვილისამებრ კეტავს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.
იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.




მასალის გამოყენების პირობები