ახალი ამბები
სად და რა ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ ნაძვის ხე ქუთაისში
FaceBook

აქტიურ წინასაახალწლო სამზადისში თუ  ახლი წლის მთავარი ატრიბუტი - საახალწლო ნაძვის ხე ჯერ არ შეგიძენიათ და სათანადოდ არ მოგირთავთ, მაშინ მეგზურობას ჩვენ გაგიწევთ.


მოგიყვებით, ქუთაისში სად იყიდება საახალწო ნაძვის ხე, რა ფასებია

ბაზრობებსა და მაღაზიებში და რა დაგიჯდებათ შენაძენის სათანადოდ გაფორმება საახალწლო სათამაშოებით.


პირველად გეზი ჭავჭავაძის გამზირზისკენ ავიღეთ და ერთ-ერთ საახალწლო ნაძვის ხეებით სავსე მაღაზიაში შევედით.


- მომაქცევთ ვინმე ყურადღებას თუ გადავიდე გვერდით? -  ამბობს ვარდისფერ კოსტიუმში გამოწყობილი ქალბატონი

- ახლავე ქალბატონო, დღეს ბევრი კლიენტია - მორიდებით პასუხობს ახლაგაზრდა კონსულტანტი.

- ჩემს შვილს, დიდი ნაძვის ხე უნდა, თოვლის ეფექტით.

- ჩვენ გვაქვს ნაძვის ხე, თოვლის ეფექტით, სხვადასხვა ზომის, ყველაზე პატარა 1 მეტრი და 35 სანტიმეტრია, მისი ფასი 300 ლარია, გვაქვს 2 მეტრიანი ნაძვის ხე.  შემიძლია შემოგთავაზოთ გაწყობილი ნაძვის ხე, ასევე თოვლის ეფექტით, რომელიც 500 ლარი ღირს.

-ფასს მნიშვნელობა არ აქვს, გაწყობილი იყოს, თოვლის ეფექტით რაც მთავარია, მალე გამიწყვეთ თუ შეიძლება - ჩქარობდა მომხმარებელი

-ახლავე - უთხარა კონსულტანტმა და 500 ლარიანი ნაძვის ხის მორთვა დაიწყო.

მაღაზიაში ბევრი ხალხი ირეოდა.  ყველას დიდი ნაძვის ხე, სათამაშოებით მორთული ან მათ გარეშე უნდოდა. თუმცა, მათი უმეტესობისთვის გადაწყვეტი ფასი იყო. 300-500 ლარიანი ნაძვის ხის შესაძენად ფინანსები არ ჰყოფნიდათ.



ჭავჭავაძის გამზირზირიდან წერეთელის ქუჩაზე მდებარე მაღაზიებში გადმონაცვლების შემდეგ ჩვენი ყურადღება დედა-შვილმა მიიპყრო.


-დედა, ნახე, როგორი წიწვები აქვს ამ ნაძვის ხეს.


-  კი, ძალიან ლამაზია მარტა, მომავალ წელს ვიყიდოთ, ახლა უბრალოდ დავათვალიეროთ.


ბავშვი დედას დაემორჩილა.


წერეთლის ქუჩაზე მდებარე მაღაზიებშიც ნაძვის ხეების ფასი სიდიდის მიხედვითაა. მინიმალური 250 ლარი ღირს. მაქსიმალური კი 400 ლარი დაგიჯდებათ, ამ ფასად სათამაშოებით მორთულ დიდ ნაძვის ხეს შეიძენთ.


წერეთლის ქუჩიდან ბაზრობაზე გადავინაცვლეთ. ხალხი აქაც მრავლად იყო. მათი თქმით, სასურსათო პროდუქტებისგან განსხვავებით, საახალწლო აქსესურებზე ფასი მომატებული არ არის და თავისუფლად შეუძლიათ ნაძვის ხისა და სათამაშოების შეძენა.


ბაზრობაზე, ნაძვის ხეებისა და საახალწლო ატრიბუტების ღირებულება მაღაზიის ფასთან შედარებით დაბალია. სამაგიეროდ, აქ ვერ ნახავთ სათამაშოებით მორთულ  ნაძვის ხეებს, ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ზომის მიხედვით განსხვავდება. არჩევანიც ნაკლებია.


უნებრვი ნაძვის ხის ფასი 25 ლარიდან 35 ლარამდე მერყეობს, ხელოვნური ნაძვის ხის ფასი 35 ლარიდან იწყება, მაქსიმალური ფასი 70 ლარია. აქვე შეძლებთ ჩიჩილაკების შეძენას, რომლის  მაქსიმალური ღირებულება 5 ლარია, საახალწლო სათამაშოების ფასი კი 50 თეთრდან იწყება.


თუმცა, ბაზრობაზე ვერ ნახავთ დიდ და ბრჭყვიალა სათამაშოებს, აქ მხოლოდ სხვადასხვა ფერის და განსხვავებული ზომის სათამაშოების შეძენას შეძლებთ. აქვე დაგვხვდებათ ნაძვის ხის სანათები, რომლის მაქსიმალური ფასი 5 ლარია. მას სხვადასხვა ფერი და ფორმა აქვს.



არჩევანი თქვენზე და თქვენს ჯიბეზეა. თუ იქ ფული არ გხვდებათ ან მისი დახარჯვა სხვა საჭიროებებზე გსურთ, ქუთაისიპოსტი ორიგინალური ნაძვის ხის შექმნის ერთ-ერთ იდეას გთავაზობთ, მინიმალური დანახარჯებით.


ამისთვის სხვადასხვა ზომის 20 სათამაშო და მათი საშუალებით ნაძვის ხის ასაწყობად წებო დაგჭირდებათ. დიდი ზომის საახალწლო სათამაშოს 2 ლარად შეიძენთ, საშუალოს - 1 ლარად, ხოლო პატარა სათამაშოს - 50 თეთრად. ჯამში ნაძვის ხის აწყობა 20 ლარი დაგიჯდებათ.


მართალია ჩვენს მიერ აწყობილ ნაძვის ხეს ზომაც ფასის შესაბამის აქვს, თუმცა  მინიმლური დანახარჯებით საახალწლო გაწყობას ნამდვილად შეგიქმნით.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.