ახალი ამბები
სად და რა ფასად შეიძლება გაერთო ახალი წლის ღამეს
FaceBook

ქუთაისში, წყალტუბოსა და საირმეში არსებული რესტორნები და კაფე-ბარები ახალი წლის ღამეს მომხმარებლებს ერთმანეთისგან განსხვავებულ საახალწლო პროგრამებს და ფასებს სთავაზობენ.


ქუთაისში, 31 დეკემბრის ღამეს, საახალწლო სუფრის ფასი ერთ პერსონაზე, საშუალოდ 50-70 ლარის ფარგლებში მერყეობს, თუმცა ის საახალწლო სუფრის შემადგენლობაზეა დამოკიდებული.


''EscoBar ''-ში ახალი წლის საღამოს კარაოკესთან ერთად, ცეკვისა და მუსიკის კონკურსი ჩატარდება.  საღამოს დაასრულებს  Dj Borika. მენიუ ბარ '' ''EscoBar'-ში 6 პერსონაზე 300 ლარი ღირს.

რესტორან ''დებში'' კი შოთიკო ბანძელაძე და ჩიჩო ბენდი დაუკრავს. რესტორნის მენეჯერი ამბობს, რომ ახალი წლის ღამეს მაგიდებზე ფასი ლიმიტირებული არ არის.


ასევე, ლიმიტირებული ფასები არ იქნება
ჩაის სახლ ''ფოე-ფოეში''.


40 ლარი დაგიჯდებათ 31 დეკემბრის საღამოს გატარება რესტორან ''პალადიუმში", სადაც სტუმრების საახალწლო განწყობაზე, ამავე რესტორნის მუსიკალური გუნდი იზრუნებს, ეყოლებათ სამეჯლისო სტუდიის მოცეკვავეები, იქნება სახალისო გათამაშებები და სხვადასხვა აქტივობები.

კაფე ''არგოში'' მაგიდა ერთი პერსონაზე 30 ლარი ღირს, სტუმრების განწყობაზე კი დათო არჩვაძე იზრუნებს.

საახალწლო საღამოს  გატარება, ასევე, შეგეძლებათ წყალტუბოსა და საირმეში.


სასტუმრო ''Spa resort tskaltubo ''-ში ''Weelcome drink'' საღამო გაიმართება. საახალწლოდ მორთულ ტერიტორიაზე იქნება ფოტოების გადაღება და ფოტოკონკურსი, რომელიც განთავსდება '''Spa resort tskaltubo ''-ის facebook გვერძე. ახალი წლის საღამოს გაიმართება გათამაშება, იქნება კარაოკე ფართი. სასტუმროში ერთი ღამის გატარება ორ პერსონაზე 270 ლარი ღირს, ხოლო 2 ღამე ორი ადამიანზე 500 ლარი.

60 ლარი დაგიჯდებათ წყალტუბოში, 31 დეკემბრის საღამოს გატარება რესტორან ''მაგნოლიაში''.  ადმინისტრაციის ინფორმაციით, სადღესასწაულოდ მორთულ დარბაზში საჩუქრებითა და გათამაშებით დატვირთული საღამო გაიმართება, საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ანრი ჯოხაძე და ''მაგნოლიას'' ცოცხალი ბენდი.  ფასში შედის სადღესასწაულო ვახშამიც.


''sairme hotel and resort'' სტუმრებს ახალი წლის ღამეს "მეგობარო გაიჩითე ფართს'' სთავაზობს. იქნება ქართული ტრადიციული სუფრა, კარნავალი ბავშვებისთვის, პრიზები და გათამაშებები. საღამოს დაასრულებს ჯგუფი ''რეზო და ბავშვები'', იქნება ფოიერვერკი. ღირებულება ერთ პერსონაზე 160 ლარს შეადგენს. 


ქუთაისში მდებარე ბარ-რესტორანი ''პალატი'' კი სტუმრებს ცოცხალ მუსიკას პირველ იანვარს სთავაზობს, დაუკრავს ''ოჩოს ქოხი''. ღირებულება ერთი პერსონაზე 50 ლარს შეადგენს.

ასევე, პირველ იანვარს განაახლეს მუშაობას კაფე-ბარი "თეთრი ქვები".


ბედობა დღეს კი ქუთაისში რესტორანი ''ქალაქური'' გეპატიჟებათ. საღამოს რესტორნის მუსიკალური გუნდი გახსნის, ასევე იქნება Master-ი და live band-ი, მაგიდა ერთ პერსონაზე 50 ლარი ღირს.

რესტორანი ''რერო'' ორ იანვარს სტუმრებს სახალისო, ინტელექტუალურ გასართობ საღამოს სთავაზობს, სადაც იქნება გათამაშებები. რესტორან ''რეროში'' საღამოს გატარება ერთი პერსონაზე 50 ლარს შეადგენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და
განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს
15:53 / 15.04.2024
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი რუსულ კანონს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ხალხი, რომელიც ამ კანონს აპროტესტებს "შეცდომაშია შეყვანილი".
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში
ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.
12:45 / 15.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 19 აპრილამდე, იმერეთის რეგიონში ცხელი და უნალექო ამინდებია მოსალოდნელი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.