"ამ ცხოვრების დედაც" - სანთლებით გაკეთებული წარწერა ქუთაისში (ვიდეო)
18:51 / 18.12.2019
"სისტემა კლავს", "ვინ არის
შემდეგი?" - ამ სლოგანებით ქუთაისში მორიგი საპროტესტო აქცია
გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობაში საპოლიციო და
საგანმანათლებლო სისტემა დაადანაშაულეს და ხელისუფლებას რადიკალური
ცვლილებისკენ მოუწოდეს.
აქციაზე სანთლებით დაწერეს გარდაცვლილი ლუკა სირაძის ფრაზა "ამ
ცხოვრების დედაც" და ცაში შავი ბუშტები გაუშვეს.
ქუთაისში აქტივისტებმა პირველი საპორტესტო აქცია 17
დეკემბერს, ლადო მესხიშვილის თეატრთან გამართეს, სადაც ბანერი
წარწერით "ამ ცხოვრების დედაც" მიიტანეს" და მომხდარი
გააპროტესტეს.
მორიგი საპროტესტო აქცია
დღეს, 18 დეკემბერს იმერეთის სამხარეო პოლიციასთან გაიმართა. "პოლიცია არ
უნდა კლავდეს!" "სისტემავ!! შენი ვალდებულებაა ბავშვის დაცვა"- ამ
მოწოდებებით მივიდნენ აქტისტები შენობასთან.
''ამ ცხოვრების დედაც''- ეს წარწერა 15 წლის მოზარდმა სკოლის კედელზე
გააკეთა. სკოლის დირექტორმა მომხდარი პოლიციაში განაცხადა, რის გამოც,
არასრულწლოვანი დედასთან ერთად პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს.
მოზარდს ''მწვანე სკოლის'' შენობაში შესვლას და კედელზე წარწერის
გაკეთებას ედავებოდნენ. დაკითხვიდან რამდენიმე საათში მოზარდმა
თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს კი გარდაიცვალა.
ქუთაისიდან თბილისში საქართველოს პარლამენტის, კონტროლის პალატის,
სემეკის, საგზაო დეპარტამენტისა და მთავრობის სახლის გადატანის
შემდეგ, ახლა ჟვანიას სახელობის სკოლაც გადავიდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგად
არჩეული მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების –
საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 30
ოქტომბერს, 11:00 საათზე მოიწვია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები