15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო, ქუთაისის ქუჩებში 17 დეკემბერს გვიან ღამით გაკეთებული საპროტესტო წარწერები „ამ ცხოვრების დედაც“, დღეს დილით უკვე წაშლილია.
შენობებსა და ასფალტზე დაწერილი ფრაზები გასუფთავებული ან თეთრი საღებავით არის გადაღებილი. ჩამოხსნილია ბანერიც, რომელიც აქციის მონაწილეებმა ხიდზე გააკრეს.



ჩამოხსნილია ბანერიც,
რომელიც აქციის მონაწილეებმა ხიდზე გააკრეს

ვინ წაშალა პროტესტის კვალი ქუთაისის ქუჩებში, მერიას ამ კითხვაზე
ჯერჯერობით არ უპასუხია.
სამოქალაქო აქტივისტებმა „მწვანე სკოლის“ მოსწავლის, ლუკა სირაძის
გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქცია გამართეს და ქუჩებში წარწერები
„ამ ცხოვრების დედაც“ დატოვეს. ეს ის ფრაზაა, რომელიც
15 წლის მოზარდმა მისი ყოფილი
სკოლის კედელზე დატოვა.
მოზარდი მომხდარის გამო პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, სადაც
ოჯახის წევრების თქმით, მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს, რის გამოც იგი
მეცხრე სართულიდან გადმოხტა. ექიმებმა მოზარდის გადარჩენა ვერ
შეძლეს.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.
იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.




მასალის გამოყენების პირობები