„ადამიანის უფლებათა კვირეულის" ფარგლებში ქუთაისში ქართული ფილმის „სანამ მამა დაბრუნდება“ ჩვენება მოეწყო.
ფილმის ჩვენება ევროკავშირმა და საქართველოს სახალხო დამცველის
აპარატმა ერთობლივად გამართეს.
კინოჩვენებას სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.
ფილმის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა.
ფილმის „სანამ მამა დაბრუნდება“ მსოფლიო პრემიერა ბრიტანეთში,
შეფილდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა.
მოგვიანებით, ფილმი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის
დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაშიც აჩვენეს და ასუანის
საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულიც გახდა. ახლახანს ფილმი
თბილისის საერთაშორისო ფილმების ფესტივალის საუკეთესო დოკუმენტურ
ფილმადაც დასახელდა.
იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში — წყალტუბოსა და ბაღდათში — ახალი სასწავლო წელი რამდენიმე საჯარო სკოლამ პირველკლასელების გარეშე დაიწყო.
„ზუსტად ვიცი, რომ სამუშაოები ორ თვეში ვერ დასრულდება. რაც გაკეთებულია, ისიც ხარვეზებით არის“, — ამბობს თერჯოლის №1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მშობელი.




მასალის გამოყენების პირობები