ზაზა ლიპარტელიანი, რომელსაც თვალი დაუზიანდა, აქციაზე დაბრუნდა.
აქციის დაშლის დროს დაშავებულ ზაზა ლიპარტელიანს თვალი შეუნარჩუნდება, თუმცა, ოპერაცია დასჭირდება.
ლიპარტელიანი მომხდარის მიუხედავად აქციაზე უკვე დაბრუნდა.
„თვალის პრობლემა არის სერიოზული, მაგრამ ჩვენ აქ იმისთვის, რომ თვალიც დავკარგოთ, ფეხიც, მაგრამ არა სამშობლო“,–ამბობს ზაზა ლიპარტელიანი.
მას აქციის დაშლის დროს წყლის ჭავლი სახის არეში მოხვდა, რა დროსაც თვალი დაუზიანდა.
ზაზა ლიპარტელიანი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ყოფილი დაცვის წერია.
მასთან ერთად, აქციაზე კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.
26 ნოემბრის ღამეს, აქციის მონაწილეები, რომლებსაც რუსთაველის გამზირზე კარვები ჰქონდათ გაშლილი, წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
„დაახლოებით ხუთი დღის წინ ტრაქტორი მოიყვანეს და სამუშაოების დაწყებას აპირებდნენ, თუმცა მოსახლეობამ ამის საშუალება არ მისცა“,
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შრომის ინსპექციამ ობიექტზე სამუშაოები შეაჩერა.




მასალის გამოყენების პირობები