ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრი აშენდება.
შესაბამისი პროექტის მოსამზადებლად მერიამ ტენდერი (NAT190022006) უკვე გამოაცხადა.
ახალგაზრდული ცენტრის დაპროექტება ბიუჯეტს 10 ათასი ლარი დაუჯდება.
ტენდერში გამარჯვებულმა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის ვადაში უნდა მოამზადოს.
სატენდერო წინადადებების მიღება 30 ნოემბერს იწყება და 3 დეკემბერს
სრულდება.
ბოტანიკურ ბაღში კულტურული ცენტრის და ამავე სივრცეში „ცისფერყანწელთა თეატრის “დაფუძნების შესახებ იდეა ორმაისობის დღესასწაულზე გაჟღერდა. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ იდეის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა .
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების, პაციენტთა მხარდამჭერი ჯგუფებისა და საზოგადოების ორწლიანი აქტიურობის შემდეგ, საქართველოს მთავრობა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის — „ჯივინოსტატის“ — შეძენას უზრუნველყოფს.




მასალის გამოყენების პირობები