ქუთაისის მერია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს იწყებს.
შერჩეული კომპანია მხოლოდ იმ ობიექტებს შეამოწმებს, რომლის
ღირებულებაც 50 000 ლარს აჭარბებს. შემოწმდება
მშენებლობის მიმდინარეობა მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებსა და
ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის მიხედვით.
კომპანიამ, კონკრეტულ ობიექტზე ტექნიკური ზედამხედველობა უნდა დაიწყოს მშენებლობის დაწყების შესახებ მერიის მიერ შეტყობინების გაგზავნიდან სამ დღეში.
დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ქუთაისის მერია უფლებამოსილია
სამუშაოები არ ჩაიბაროს.
საქართველოს პროკურატურამ სამტრედიაში, 2024 წლის 11 აგვისტოს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალი წაუყენა.
წყალტუბოში, ყოფილი სანატორიუმ „თბილისის“ შენობის რეკონსტრუქცია 2022 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულება თავდაპირველად სამ წელში იყო დაგეგმილი.




მასალის გამოყენების პირობები