ქუთაისის ააიპ „გაბა-ბაღების გაერთიანების“ 37 ფილიალიდან 17-ში გათბობა ამ დრომდე არ ჩაურთავთ.
მოზარდების მშობლები დილიდან პროტესტს გამოთქვამენ და ბაღების
ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ ტექნიკურმა
ჯგუფმა ყველა ბაღში მისვლა ფიზიკურად ვერ მოასწრო.
„ფიზიკურად ვერ მოასწრეს ყველა ბაღში მისვლა. შაბათ-კვირა იყო. ახლა გასულები არიან და დღის ბოლომდე, სავარაუდოდ, ყველგან ჩაირთვება“, - აცხადებს დავით წიტაიშვილი.
ქუთაისის ბაღებში ცენტრალური გათბობა 15 ნოემბრიდან უნდა
ჩართულიყო.
აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ ENKA-ს სასარგებლოდ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება დაუშვა.
იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში — წყალტუბოსა და ბაღდათში — ახალი სასწავლო წელი რამდენიმე საჯარო სკოლამ პირველკლასელების გარეშე დაიწყო.




მასალის გამოყენების პირობები