ახალი ამბები
მანდატურის სამსახური სკოლაში გოგონებს შორის კონფლიქტს უარყოფს
FaceBook

 


„პრობლემა არ არსებობს“ - ასე აფასებენ მანდატურის სამსახურში ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში მეხუთე კლასელ გოგონებს შორის მომხდარ ინციდენტს.

 

როგორც "ქუთაისიპოსტს" განუცხადეს, მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა და ერთ-ერთი მეხუთეკლასელი  კიბიდან შემთხვევით დაგორდა.


„მანდატურმა ჩაატარა ყველა შესაბამისი ღონისძიება. ესაუბრნენ მოსწავლეებს, ბვშვებს, რომლებიც შეესწრნენ გოგონას დაცემის ფაქტს, გამოიკითხნენ მშობლებიც, მაგრამ მოზარდებს შორის კონფლიქტს არავინ ადასტურებს. მოზარდი იდგა კიბესთან, დაუცდა ფეხი და დაგორდა. პრობლემა როგორც ასეთი, არ არსებობს“, - ამბობს თამთა კოკელაძე, მანდატურის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი.

მოზარდებს შორის კონფლიქტს უარყოფს იმ გოგონას დედაც, რომელიც კიბიდან გადავარდა. მისი თქმით, მისმა მეხუთეკლასელმა შვილმა და პარალელურკლასელმა გოგონამ, შესვენების დროს, ერთმანეთს მხარი შემთხვევით  გაჰკრეს.

„მცდარი ინფორმაციაა, არაფერი არ მომხდარა საერთოდ. არავითარი  ჩხუბი არ ყოფილა, უბრალოდ დერეფანში გამოიქცა ბავშვი და მოხდა შეჯახება. კლინიკაში ვიყავით, არც ჩემი მხარე დაზარალებულა  და არც მეორე. თემა დაიხურა ამით“, - ამბობს მოზარდის დედა.

მშობლის თქმით, მან სხვა მოსწავლეებისგანაც იცის, რომ მოზარდებს შორის კონფლიქტი არ მომხდარა. გოგონას დედა დარწმუნებულია, რომ მისი შვილი არც ბულინგის მსხვერპლი ყოფილა.


„რა ბულინგი, არაფერი მსგავსი. ბვშვები როგორც ჰყვებიან, არავითარი ჩხუბი, არც კონფლიქტი არ ყოფილა. ორივე მხარე ვართ გაოცებული".


დღეს ორივე გოგონა სკოლაში მივიდა.

კონფლიქტს უარყოფს სკოლის დირეტქორიც, თუმცა, გოგონას კიბიდან გადმოვარდნის ფაქტს ადასტურებს, რასაც, ასევე შემთხვევითობით ხსნის.


„ჩემი ინფორმაციით, ორი გოგონა შეეჯახა ერთმანეთს, ერთმა კიბის საფეხურს ჩამოკრა ფეხი და გადმოვარდა. იმის მიუხედავად, რომ გოგონას გარეგანი დაზიანება არ აღენიშნებოდა, სკოლის ექიმმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. გოგონას სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარეს შესაბამისი გამოკვლევა, თუმცა, მას არც გარეგანი და არც შინაგანი დაზიანებები არ აღენიშნება“, - განაცხადა მურად ჯიშკარიანმა.


მეორე საჯარო სკოლაში ინციდენტი 6 ნოემბერს მოხდა. მომხდარზე გავრცელდა რამდენიმე ვერსია. ერთის მიხედვით,
გოგონამ თანატოლს, მხარის გაკვრის გამო ხელი ჰკრა  და კიბიდან დააგორა. მეორე ვერსიით კონფლიქტი ბიჭის გამო წარმოიშვა. მანდატურის სამსახური და მშობლები ამტკიცებენ, რომ კონფლიქტი საერთოდ არ არსებობს და მოზარდები შესვენების დროს ერთმანეთს შემთხვევითი შეეჯახნენ.


სკოლაში სასწარაფო დახმარება გამოიძახეს და კიბეზე დაგორებული გოგონა საავადმყოფოში გადაიყვნეს. მას არც გარეგანი და არც შინაგანი დაზიანება არ აღენიშნებოდა.


სკოლაში გამოძახებულმა პოლიციის თანამშრომლებმა მოზარდები გამოკითხეს, თუმცა, საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. უწყებაში განაცხადეს, რომ ადგილზე მისვლის შემდეგ კონფლიქტის ფაქტი არ დადასტურდა.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.