ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.
შსს-ს მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც
სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება პრომლების, ანუ სისხლში
ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება.
უფრო კონკრეტულად, როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ განუცხადა, დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია - რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.
საერთო ჯამში კი შსს გეგმავს, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციები გაამკაცროს, მათ შორის გამკაცრდება აღნიშნული სამართალდარღვევის გამო მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაწილიც.
გარდა ამ ცვლილებისა, როგორც
„ინტერპრესნიუსს“ შს მინისტრის მოადგილემ განუცხადა, ალკოჰოლური
თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციის სახით შემოდის
ადმინისტრაციული პატიმრობაც. კერძოდ, თუ მძღოლი სიმთვრალეზე ერთი წლის
განმავლობაში ორჯერ დაჯარიმდება, მას მართვის მოწმობის ჩამორთმევის
გარდა სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც შეიძლება
შეეფარდოს.
საქართველოში სულ 3,617 სოფელია, აქედან 3,417 დასახლებულია, ხოლო 200 — დაუსახლებელი. ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის (2024) დაზუსტებულ მონაცემებში.
საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.




მასალის გამოყენების პირობები