ქუთაისის მერიამ მაღალი გამავლობის ორი ჯიპი იყიდა. 2012 წლის გამოშვების, შავ და რუხი ფერის "TOYOTA RAV4"-ში ადგილობრივი თვითმმართველობა 71 880 ლარს გადაიხდის.
ავტომანქანების შესაძენად მესამედ გამოცხადებულ ტენდერში ინდ.მეწარმე ალექსი გელაშვილმა გაიმარჯვა, რომელიც შესყიდვის ერთადერთი მონაწილე იყო.
მერიამ მაღალი გამავლობის ჯიპები უკვე შეიძინა, თუმცა, ჯერ არ იცის
ვის სარგებლობაში უნდა იყოს ავტომანქანები.
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ოპერის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოების გაჭიანურების მიზეზად შენობაში 2012 წლამდე ჩატარებულ სამუშაოებს ასახელებს.




მასალის გამოყენების პირობები