ახალი ამბები
სინოდის სხდომაზე ქუთაის-გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელად მეუფე იოანე აირჩიეს
FaceBook

უთაის-გაენათის ეპარქიის ხელმძღვანელად  სინოდმა რუსთავის მიტროპოლიტი, იოანე გამრეკელი აირჩია.


სხდომაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.


მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი 2014 წელს გამოცემულ საზოგადოებრივ-სამეცნიერო ჟურნალში "სამი საუნჯე" პრორუსულ და ანტიდასავლურ წერილებს აქვეყნებს, რომლიდანაც რამდენიმე ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:

"სამწუხაროდ, ვრცელდება მოარული შეხედულება, რომ რუსებმა შურის გამო გადაათეთრეს ჩვენი ტაძრები და ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა აკრძალეს. ეს განცხადება ვიღაცამ ოდესღაც გაავრცელა და ბევრმა აიტაცა ისე, რომ არც გაანალიზა, რაში იყო საქმე.


საერთოდ ტაძრები კი არ შეუთეთრებიათ, არამედ რუსეთის მეფის საქართველოში სტუმრობის წინ, გზაზე, რომელზეც მას უნდა გაევლო, იმ ტაძართა კედლები, რომლებზეც ფრესკების მხოლოდ ფრაგმენტებიღა იყო, რადგან მათი რესტავრაციის ან ხელახალი მოხატვის საშუალება არ იყო, შეათეთრეს და ხატები დაკიდეს; თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში სიონის, სამების, მამადავითის ტაძრები ხელახლა მოიხატა".

"ჩვენი გვაშინებენ ჩრდილოელი მეზობლით - რუსეთით და გვიკიჟინებენ, რომ "რუსეთი ამას და ამას გიზამთ თქვენ"... ქვეყანა, რომელსაც წარსულში ბევრი ბოროტება დაატეხა თავს ჩვენს ქვეყანას, მომავალში კიდევ უფრო მეტად გაგვამწარებს, "რუსეთს ეს და ეს გაუკეთებია ჩვენთვისო. რუსეთს საქართველოსთან სულ ცოტა ორსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორია აქვს. მანამდე ეს ურთიერთობები ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა.

ამ ურთიერთობის მთავარი სიკეთე იმაში მდგომარეობდა, რომ  საქართველოს ეძლეოდა საშაულება არსებობის ნიმ გზით გაგრძელებისა, რომელიც 15 საუკუნის წინ აირჩია, რაც ძალიან კარგად იცოდა ერეკლე მეორემ. თუ მის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯის შედეგს ფართო მასშტაბით, ობიექტურად გავაანალიზებთ, ისტორიული პროცესი დაგვიდასტურებს, რომ რუსეთთან თანაცხოვრების პერიოდი, საქართველოსთვის დადებითი იყო, თუმცა დღეს ბევრი საპირისპიროს დამტკიცებას ცდილობს".



იოანე გამრეკელი მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ,  ბოლო სამი თვე  ქუთაისის ეპარქიაში დროებითი მმართველის მოვალეობას ასრულებდა.


ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი 2009 წლის 1 ნოემბრიდან  რუსთავის მიტროპოლიტია. 2010 წლის 20 ივლისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მთავარეპისკოპოსის წოდებით დააჯილდოვა და  რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად დანიშნა. 2011 წლის 28 აგვისტოს, კი  მიტროპოლიტის წოდებით დააჯილდოვა.




ამავე თემაზე:


სტუდენტების სახელით საპატრიარქოში გაგზავნილი წერილი და მზადება ქუთაისის ეპარქიის წინამძღოლობისთვის (ვიდეო)

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26
ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო
მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
10:41 / 08.10.2024
ცესკო, ქუთაისში იმ ადგილების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალის განთავსების უფლება აკრძალული და ნებადართული აქვთ.
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე
ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები
აშენდეს.
16:00 / 07.10.2024
ქუთაისში, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე, კიკვიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, შესაძლოა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინები აშენდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.