ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ბუნებრივი აირის დეტექტორის მონტაჟი აბონენტებისთვის სავალდებულო გახდება. მინისტრმა ამის შესახებ ზესტაფონში ისაუბრა.
მინისტრი ამბობს, რომ მოწყობილობის შეძენა დიდ ხარჯებთან არ
არის დაკავშირებული და მოსახლეობამ მისი ყიდვა თავად უნდა
უზრუნველყოს.
ბუნებრივი და მხუთავი აირის დეტექტორებს ბაზარზე სხვადასხვა ფასი
აქვს. მათი ღირებულება 49 ლარიდან იწყება და 90 ლარამდე
შეადგენს.
ზესტაფონში მინისტრმა, ასევე ისაუბრა გაზის ტარიფის შესაძლო
გაზრდასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ბუნებრივ აირზე ტარიფის
მომატება არ იგეგემება.
ნათია თურნავა ზესტაფონში გაზიფიცირების სამუშაოების პროცესის
გასაცნობად ჩავიდა. მისი თქმით, მომავალი წლის გაზაფხულიდან, რაიონის
830-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი ექნება.
ამავე თემაზე:
"ბუნებრივ აირზე ტარიფების გაზრდა არ გვემუქრება" -
ნათია თურნავა
აშშ-ის კოლუმბიის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ ENKA-ს სასარგებლოდ მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება დაუშვა.
იმერეთის ორ მუნიციპალიტეტში — წყალტუბოსა და ბაღდათში — ახალი სასწავლო წელი რამდენიმე საჯარო სკოლამ პირველკლასელების გარეშე დაიწყო.




მასალის გამოყენების პირობები