ახალი ამბები
ქუთაისში, შეჩერებული სოციალური დახმარება ბენეფიციარებს დეკემბრში აღუდგებათ
FaceBook
ქუთაისში, სოციალურად დაუცველი ის 300 ოჯახი, რომელთაც ფულადი დახმარების მიღება ერთი თვეა შეუჩერდათ ფულად დახმარებებს დეკემბრამდე ვერ მიიღებენ.
ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სერვიცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭიღლაძე განმარტავს. 

მისი თქმით, მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებს დაწყებული აქვთ იმ ოჯახების  დეკლარაციების შესწავლა, რომელთაც დახმარებები შეუჩერდათ. 


"სოციალური აგენტები გავგზავნეთ ოჯახების შესამოწმებლად, დეკლარაცია შეივსო და შევსებიდან 30 კალენდარული დღე არის საჭირო ახალი სარეინტიგო ქულის მისაღებად, შესაბამისად, დეკემბერში ვისაც ექნება საჭირო ქულა  დახმარების მისაღებად ის მიიღებს '',-  ამბობს ნინო ჭიღლაძე.


ქუთაისში სოციალურ დახმარებას 2 164  ოჯახი იღებს, აქედან ამდროისთვის  ფულადი შემწეობის მიღება 300 ოჯახს აქვს შეჩერებული. 



რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება?

მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:

  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
  • ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;


რა შემთხვევაში შეიძლება ოჯახს შეუწყდეს მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია?

მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის შეწყვეტა და/ან განმეორებითი რეგისტრაციის მოთხოვნის აკრძალვა გამოიყენება სააგენტოსათვის ყალბი ან არასწორი მონაცემების მიწოდების ან/და ოჯახის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის თაობაზე, სააგენტოსათვის ინფორმაციის მიწოდება და სხვა) შეუსრულებლობის შემთხვევაში.


ფულადი საარსებო შემწეობის მიღების მსურველი ოჯახის უფლება-მოვალეობანი:

  • მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით დღე - ღამის განსაზღვრულ პერიოდში (დილის 8:00 საათიდან საღამოს 10:00 საათამდე) დაუბრკოლებლად შეუშვას სააგენტოს უფლებამოსილი პირი თავის საცხოვრებელ ბინაში, მისცეს მას საშუალება სრულად დაათვალიეროს ოჯახის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართობი თუ საერთო სარგებლობის სათავსები, შეამოწმოს ყოფითი პირობები;
  • ობიექტური პასუხები გასცეს უფლებამოსილი პირის შეკითხვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო დოკუმენტები, ხელი მოაწეროს გამოკითხვის შედეგად შევსებულ დოკუმენტს, განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები;
  • სააგენტოს უფლება აქვს ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; 
    სრულად ნახეთ აქ.


ამავე თემაზე:


"რა ვაჭამო ამ თვეში შვილებს" - დაპირისპირება ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოში (ვიდეო)

"სააგენტომ ულუკმაპუროდ დაგვტოვა" - ქუთაისში სოციალურად დაუცველებს დახმარება შეუჩერდა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.