ახალი ამბები
ტურიზმის გამოწვევები და შემაფერხებელი ფაქტორები - დისკუსია ქუთაისში
FaceBook

რატომ ვერ ვითარდება ტურიზმი ქუთაისსა და იმერეთში  მისი პოტენციალის შესაბამისად, რას არ ან ვერ აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება და რა მექანიზმები არსებობს  ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების უკეთ წარმოსაჩენად - ამ საკითხებზე ქუთაისში დისკუსია გაიმართა.



შეხვედრაზე “ახალგაზრდა გიდების ასოციაციამ“  ის  ათი მთავარი ფაქტორი წარმოადგინა, რაც ქალაქსა და   რაიონებში ტურისტული პოტენციალის ეფექტურად წარმოჩენას უშლის ხელს.


დისკუსიას ქუთაისში მოქმედი ტუროპერატორები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერის მოადგილემ, ნინო თვალთვაძემ.


“ახალგაზრდა გიდების ასოციაციის“ თავმჯდომარე, ლაშა ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ ქალაქის ხელისუფლება საკმარისად ვერ ახერხებს ქალაქსა და მის რაიონებში არსებული ღირსშესანიშნაობების, საინტერესო ადგილებისა და ტურისტებისთვის მიმზიდველი ლოკაციების ეფექტურად წარმოჩენას.   მისი თქმით, მერია არასაკმარისად აკეთებს ქალაქის რეკლამირებასაც და საჭიროა ტურისტული ატრაქციების თანამედროვე მეთოდებით პოპულარიზაცია. განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია ტურისტისთვის ინფორმაცია იყოს მარტივი და ხელმისაწვდომი.

ლაშა ბერეკაშვილი თვლის, რომ პრობლემა ზოგჯერ დეტალებშია, რისი დაძლევაც  მარტივად არის შესაძლებელი.


„ტურისტისთვის მნიშვნელოვანია დრო,  ამიტომ, საჭიროა მას მივაწოდოთ ისეთი ტიპის ინფორმაცია, რომ მარტივად გაერკვეს სად მიდის და რამდენი დრო დასჭირდება. მაგალითად, თუ ჩვენ ვეტყვით ტურისტს, რომ ვენა  არის ქუთაისიდან ამდენ კილომეტრში და ამ მონაცემს დავიტანთ ბროშურაზე, მაშინ მან უკვე ზუსტად იცის რა როგორ გათვალოს და ეს უმარტივებს მას ტურის დაგეგმვას.  მხოლოდ ბროშურა არ არის საკმარისი, ტურისტულად ყველა მნიშვნელოვან ადგილზე უნდა შეიქმნას აპლიკაციები, რომელსაც  ტურისტი ჩამოტვირთავს და უკვე ეცოდინება სად ურჩევნია წასვლა. მნიშვნელოვანი გამოწვევაა გიდების კვალიფიკაციაც, რომლებიც საჭიროებენ გადამზადებას, რადგან  იცვლება ტენდენციები და ამასთან უნდა მოხდეს ადაპტირება. ზოგჯერ, საქმე არის ძალიან მარტივად, როცა ჩანს არასწორი და არაეფექტური ორგანიზება რაღაც კონკრეტული ღონისძიების. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ქუთაისში ჩატარდა იმერული ყველის ფესტივალი, რომელსაც ასეთივე სახელწოდება ჰქონდა. ეს იმთავითვე არასწორია. ამ ღონისძიებისთვის უნდა დაგვერქმია იმერეთის ყველის ფესტივალი, რათა  იდენტიფიცირება ყოფილიყო კონკრეტულ ლოკაციასთან, რომ ეს ხდებოდა იმერეთში. ასეთი რამ  მნიშვნელოვანია ტურისტისთვის“,-ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.


ქუთაისში მოქმედი ტუროპერატორები სხვა პრობლემებსაც ხედავენ. მათი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ქალაქში ახალი ტურისტული ატრაქციების სიმცირე  და   ელექტრონული მარშრუტების ბაზების არარსებობა. მათი თქმით, ქალაქს ამ დრომდე არ აქვს ტურიზმის განვითარების გეგმა და საერთო კონცეფცია როგორ უნდა გახდეს ქუთაისი ტურისტული ჰაბი.


ტუროპერატორების კრიტიკას ნაწილობრივ არ დაეთანხმა ქუთაისის მერის მოადგილე.  ნინო თვალთვაძემ შეხვედრაზე თქვა, რომ ახალი ატრაქციების მოწყობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ისევე, როგორც აპლიკაციების შექმნა.



„ახალი ატრაქციების შექმნა არის ძალიან დიდ თანხებთან დაკავშირებული, რადგან ქალაქის ინფრასტრუქტურა მასიურად მოძველებულია. თუმცა, ჩვენ ვახორციელებთ რიონისპირა სახლების რეაბილიტაციას, რომლის პროექტირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.  რაც შეეხება  მობილურ აპლიკაციებს,  ეს არ არის ადვილი, რადგან ესეც თანხებს მოითხოვს.  მე მქონდა წარუმატებელი მცდელობა კერძო კომპანიებთან, რომ იქნებ მათ შეექმნათ ასეთი აპლიკაციები, მაგრამ რომელიმეს რომ აეღო საკუთრ თავზე ეს საქმე, არ ყოფილა. რაც შეეხება იმას, რომ ქალაქის პოზიციონირება არასწორად ხდება, ამაში ვერ დაგეთანხმებით“,-განაცხადა შეხვედრაზე ნინო თვალთვაძემ.


მერის მოადგილემ  შეხვედრაზე ქუთაისის კულტურული ძეგლების ფოტო -ვიდეო და აუდიო აღწერის პროექტის დაწყება დააანონსა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე  ქალაქში 100 ისტორიულ-კულტურული ძეგლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება მოხდება და ტურისტები შეძლებენ, როგორც ქართულ, ასევე, ინგლისურ ენაზე ნახონ და  მოისმინონ კონკრეტული ძეგლის ისტორია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მაისამდე, ქუთაისსა და იმერეთის
რეგიონში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
10:14 / 29.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის დოდო გვაზავას ინფორმაციით, 1 მაისამდე, ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში, უმეტესად, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.