ახალი ამბები
„ტორპედოს“ ფეხბურთელებისა და კლუბის დროებითი მმართველის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
FaceBook

„ტორპედოს“  ახლადდანიშნული დროებითი მმართველი  თემურ ჩეჩელაშვილი,  ეროვნული ლიგის მატჩის წინ კლუბის ფეხბურთელებს შეხვდა.


შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი 19 ოქტომბერს, საბურთალოსთან ჩანიშნული მატჩის  ჩატარება იყო, რომელზეც ფეხბურთელები,  კლუბში შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო,   შესაძლოა არ გავიდნენ.

 

კლუბის დროებითი მმართველი ამბობს, რომ გუნდი  ბაზაზე დაბრუნდა, თუმცა, ფეხბურთელებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი გავლენ თუ არა თამაშზე.


„ბაზაზე დაბრუნდა ყველა, მაგრამ ჯერ არ გადაუწყვეტიათ დაიწყებენ თუ არა ვარჯიშს. მოვიფიქრებთო თქვეს და ვნახოთ რა იქნება“,-ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.


მისი თქმით, უცვლელია ფეხბურთელების მოთხოვნა სახელფასო დავალიანების გასტუმრებასთან დაკავშირებით, რის გარეშეც ისინი მოედანზე დაბრუნებას არ აპირებენ.


„ერთი თვის დავალიანების გასტუმრება მაინც რომ შეგვეძლოს, პრობლემა დროებით მოგვარდებოდა, მაგრამ ამის საშუალებაც  არ არის. ყველა ფინანსური რესურსი ამოწურული აქვს კლუბს. ვერსაიდან თანხას ვეღარ მიიღებს. თუ ამ დღეებში არ  მიიღებენ გადაწყვეტილებას, მოგვიწევს „ტორპედო 2“ გავიყვანოთ მოედანზე, რომ მატჩი არ ჩავშალოთ“,-ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.


კლუბის დროებითი მმართველი ამბობს, რომ ბაზაზე კვების პრობლემა უკვე მოგვარდა. იმის მიუხედავად, რომ კლუბს მხოლოდ ამ ნაწილში  35 000 ლარიანი დავალიანება აქვს, მომმარაგებელთან მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ვალის გასტუმრება ინვესტორის მოსვლის შემდეგ დაიწყება, მიმდინარე ხარჯებს კი კლუბი მერიის დახმარებით დაფარავს.


რაც შეეხება ახალ ინვესტორს, თემურ ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ „ტორპედოს“ შეძენით ბიზნეს-ჯგუფია  დაინტერესებული.


"ერთი არის უკრაინული ბიზნეს-ჯგუფი, სადაც ერთ-ერთი წვერი ქართველია, ასევე, არიან ბრაზილიელები და „ალიანს ჰოლდინგი“.  ჩვენ უკვე შევხვდით სამივე მათგანს, ვისაუბრეთ, მაგრამ ეს საკითხი ასე სწრაფად არ წყდება“,-ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.




"ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიშის შეწყვეტის შესახებ განცხადება 9 ოქტომბერს გააკეთეს. გუნდმა  კლუბში შემქნილი უმძიმესი ფინანსური კრიზისის გამო, მატჩების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

"ტორპედოში“ რამდენიმე თვეა  ფინანსური კრიზისია. ორი წლის შემდეგ  კლუბი კვლავ ინვესტორის გარეშე დარჩა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.