ახალი ამბები
„ტორპედო“ არსებობას დროებით წყვეტს
FaceBook

„ტორპედოს“  ფეხბურთელებმა კლუბში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო ვარჯიში შეწყვიტეს და თამაშზე უარს აცხადებენ.



ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნებას ინვესტორის გამოჩენამდე არ აპირებენ. მათი თქმით, კლუბში გაუსაძლისი მდგომარეობაა, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეს.


„3–4 თვეა  ხელფასი არ აუღიათ ბიჭებს, ამის მიუხედავად ვთამაშობდით და გვინდოდა  გადაგვერჩინა კლუბი,  მაგრამ გაუსაძლისი მდგომარეობა  შეიქმნა, კვებაზეც კი პრობლემაა. ფეხბურთელების ნაწილი ჩამოსულია და აქ, ბაზაზე ცხოვრობდნენ, ელემენტარული კვება ხომ უნდათ ბიჭებს? ამის საშუალებაც აღარ არის.   ერთი თვის დავალიანება გასწორდა, მაგრამ ამას არაფერი არ შეუცვლია,  ხუთი თვე რომ ხელფასი არ აგიღია ერთი თვე რას უშველის? ადგნენ და წავიდნენ ბიჭები. იმდენი დავალიანება აქვს კლუბს, მის გასტუმრებას მხოლოდ ინვესტორი შეძლებს. ეს  არის ჩვენი მიზანი, რომ გამოჩნდეს ვინმე, ვინც ფულს ჩადებს კლუბში. მთელი გუნდის და სამწვრთნელო შტაბის პოზიცია არის ის, რომ  თუ გამოჩნდება ინვესტორი, მაშინ დავბრუნდებით, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს. კლუბი დაშლილია ფაქტიურად“, – აცხადებს ქუთაისიპოსტთან საუბარში გუნდის კაპიტანი, როინ კვასხვაძე.



ტორპედოში“ რამდენიმე თვეა  ფინანსური კრიზისია.  სახელფასო დავალიანების გამო, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ქუთაისური კლუბი წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს.  კლუბის გულშემატკივრები, ფინანსების მოსაძიებლად,  ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთის განვითარების ფონდთან შუამდგომლობის ვალდებულებას ქუთაისის მერს აკისრებენ. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას კლუბში არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება რომ  მოეხდინა,  მდგომარეობა ასე არ გამწვავდებოდა.




ამავე თემაზე:

"ტორპედოს" ახალი დირექტორი გუნდის წევრებს შეხვდა

"ქუთაისის მერია „ტორპედოს“ ვალით არ დაიბრუნებს"

ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში

„ტორპედოს“ ფეხბურთელებმა კლუბში შექმნილი გაუსაძლისი პირობების გამო ვარჯიში შეწყვიტეს და უარს აცხადებენ თამაშზე. ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნებას ინვესტორის გამოჩენამდე რ აპირებენ. მათი თქმით, კლუბში გაუსაძლისი მდგომარეობაა, რის გამოც ფეხბურთელებმა გუნდი დატოვეს.

„3–4 თვეა ხელფასი არ აუღიათ ბიჭებს, ამის მიუხედავად თამაშობდნენ და გვინდოდა ბოლომდე გადაგვერჩინა კლუბი, მაგრამ გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა, კვებაზეც კი პრობლემაა. ფეხბურთელების ნაწილი ჩამოსულია და აქ, ბაზაზე ცხოვრობდნენ, ელემენტარული კვება ხომ უნდათ ბიჭებს? ამის საშუალებაც აღარ არის. ერთი თვის დავალიანება გასწორდა, მაგრამ ამას არაფერი არ შეუცვლია, ხუთი თვე რომ ხელფასი რა აგიღია ერთი თვე რას უშველის. ადგნენ და წავიდნენ ბიჭები. იმდენი დავალიანება აქვს კლუბს, მის გასტუმრებას მხოლოდ ინვესტორი შეძლებს, ეს არის ჩვენი მზიანი, რომ გამოჩნდეს ვინმე, ვინც ფულს ჩადებს კლუბში. მთელი გუნდის და სამწვრთნელო შტაბის პოზიციაც არის ის, რომ თუ გამოჩდება ინვესტორი, მაშინ დაბრუნდებით, სხვა შემთხვევაში აზრი არ აქვს. კლუბი დაშლილია ფაქტიურად“,–აცახადებს ქუთაისიპოსტთან საუბარში გუნდის კაპიტანი, როინ კვასხვაძე.

 

Print
თეგები: #ტორპედო