„საჯარო სამსახურის“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, სოფლის რწმუნებულები საჯარო მოხელეების სტატუსს კარგავენ.
სოფლის რწმუნებულებისთვის სტატუსის შეცვლაში მნიშვნელოვან რისკებს ხედავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ცვლილებით სოფლის რწმუნებული სრულად ხდება მუნიციპალიტეტის მერზე დამოკიდებული და მის ერთგვარ ასისტენტადაც იქცევა. იმის გათვალისწინებით კი, რომ რწმუნებული სოფელში ერთადერთ საჯარო მოხელეს წარმოადგენს, სტატუსის შეცვლის შემთხვევაში, იზრდება მისი ვიწრო პოლიტიკური მიზნებით გამოყენების რისკები და შესაძლოა, ის წინასაარჩევნო პერიოდში ერთგვარ რესურსადაც კი, შეიძლება იქნეს გამოყენებული.
არასამთავრობო ორგანიზაციაში, ასევე, თვლიან, რომ რწმუნებულის სამსახურში აყვანა კვლავ უნდა ხდებოდეს უვადოდ, რადგან მერის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები მოიცავს ისეთ ფუნქციებს, რომელთა აუცილებლობაც სოფელში მუდმივად დგას და არ არის დამოკიდებული მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების ცვლილებაზე.
საქართველოს 2024 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, კლების ტენდენცია გამოვლინდა. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით, ყველაზე კლებად მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ მაღალმთიანი აჭარა, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები.
2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 930 ათას ადამიანს შეადგენს.




მასალის გამოყენების პირობები