პოლიტიკა
მეშახტეებმა ბავშვები სკოლაში არ გაუშვეს - რესურსცენტრის ხელმძღვანელი დირექტორებს ხვდება
FaceBook

ტყიბულში მიმდინარე მეშახტეთა საპროტესტო აქციაზე სკოლის მოსწავლეებიც მივიდნენ.


მეშახტეთა თქმით, შვილები სკოლაში არ გაუშვეს, რადგან თვლიან, რომ ტყიბულელი ბავშვების მომავალი მეშახტეების სოლიდარობით წყდება.

"მე მხარში ვუდგავარ ჩემს ქმარს, რომელიც არის მეშახტე. რა აზრი აქვს ბავშვების სკოლაში გაშვებას," - ამბობს ნესტანი კვანტალიანი.

"ბევრი ბავშვი ისე მიდის სკოლაში, რომ ჩაის ვერ ასმევს მშობელი და რვეულიც არ აქვთ. პროტესტი მხოლოდ ხელფასის მიღებაზე კი არ გვაქვს, გვინდა ხვალინდელი დღე, გვინდა იმუშაოს შახტამ",- აცხადებს მაკა ტურძილაძე.


სკოლის მოსწავლეების თქმით,   მასწავლებლებს ტყიბულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ირინა კორძაია მასწავლებლებს აქციაზე არ უშვებს.  ირინა კორძაიამ სკოლის დირექტორებთან თათბირი გამართა.  როგორც რესურსცენტრში განმარტავენ, თათბირის თემა ახალი სასწავლო პროცესია. 

ტყიბულის საგანმათლებლო რესურსცენტის ხელმძღვანელის, ირინა კორძაიას განცხადებით, შახტა და მეშახტეების პრობლემა საერთო გულისტკივილია, თუმცა, არა სასწავლო პროცესის ჩაშლის ხარჯზე. "სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. მხოლოდ რამდენიმე მშობელმა წაიყვანა ბავშვი. ეს მათი უფლებაა. მე ახლა მქონდა თათბირი და ერთი სიტყვა არ თქმულა ამ აქციაზე. სასწავლო პროცესის შემდეგ ვინ სად წავა, ეს მათი უფლებაა", - განაცხდა ირინა კორძაიამ.

ტყიბულში სულ 6 საჯარო სკოლაა.

ტყიბულში აქცია 24 სექტემბერს დაიწყო. გაფიცული მეშახტეები ხელფასს ითხოვენ, რომელსაც შახტის 1000-მდე თანამშრომელი ელოდება. პროტესტის ნიშნად მეშახტების ნაწილი შახტში  ჩავიდა.


50-მა მეშახტემ შიმშილობა დაიწყო, ხოლო დანარჩენი  ტყიბულის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ იყო შეკრებილი.

კომპანია "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი 24 სექტემბერს შახტში გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა,  ერთსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

შახტის თანამშრომლები შეხვედრით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა გუშინვე პრემიერ-მინისტრს სამ პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს.

მიმართვის ტექსტში აქციის მინაწილეები გიორგი გახარიას შახტში დასაქმებულთა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე აწვდიან ინფორმაციას და სასწრაფო რეაგირებისჯენ მოუწოდებენ. მეშახტეები მთავრობის მეთაურს მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის რადიკალური ფორმების გამოყენების შესახებაც აფრთხილებენ.


კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.



ამავე თემაზე:

პროტესტის მეორე დღე ტყიბულში (ფოტო)

გაფიცული მეშახტეებისა და "საქნახშირის" წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

მეშახტეების სამ პუნქტიანი მიმართვა და გაფრთხილება პრემიერ-მინისტრს

"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში (ვიდეო)

 

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პოლიციამ 1980 წელს დაბადებული გ.ხ., ცეცხლსასროლი იარაღის და
საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით,
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
16:08 / 18.11.2019
პოლიციამ 1980 წელს დაბადებული გ.ხ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
ქუთაისში ას საფეხურიანი კიბის
რეაბილიტაციისთვის მერიამ მომდევნო წლის ბიუჯეტში ერთი მილიონი ლარი
გაითვალისწინა.
15:53 / 18.11.2019

ქუთაისში ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის მერიამ მომდევნო წლის ბიუჯეტში ერთი მილიონი ლარი გაითვალისწინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონპროექტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც ქვეითთათვის სანქციები გამკაცრდება.
ქუთაისის შემოვლით გზაზე , გვიან ღამით ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში გაიმართება ბავშვთა ძალადობის შემცირებისკენ მიმართული კამპანია, რომლის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე.
ქუთაისის ააიპ „გაბა-ბაღების გაერთიანების“ 37 ფილიალიდან 17-ში გათბობა ამ დრომდე არ ჩაურთავთ.
ქუთაისიპოსტი, იმერეთის მუნიციპალიტეტებში აგრძელებს ვიდეობლოგების წარმოებას, სახელწოდებით “მოქალაქის ხმა”.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონში ხანძარია.
კატო მიქელაძე ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურაა საქართველოში ქალთა ემანსიპაციის მოძრაობაში,მისი აქტივიზმით, პირდაპირობით და გაბედულებით.
რა შესაძლებლობები არსებობს ქუთაისში ახალგაზრდების დასაქმების კუთხით? რამდენად ახერხებენ სტუდენტები სწავლისა და მუშაობის შეთავსებას?