ახალი ამბები
გაფიცული მეშახტეებისა და "საქნახშირის" წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
FaceBook
ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებსა და კომპანია "საქნახშირის" ხელმძღვანელობას შორის ერთსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

შახტის თანამშრომლები შეხვედრით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

"პრემიერ-მინისტრის დონეზე მიდის მოლაპარაკებები, რასაც 4-5 დღე სჭირდებაო. ამას ჩვენ ვერ დაველოდებით. ბევრჯერ მოგვატყუეს და არც ახლა ვენდობით. ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს , ნაწილი შახტში, ნაწილი გარეთ", - აცხადებს შეხვედრიდან გამოსული ერთ-ერთი მეშახტე ონისე ზაპანაძე.

მეშახტეები პროტესტის განახლებას  ხვალ, 25 სექტემბრიდან ისევ გეგმავენ.

დღეს, დილიდან ტყიბულში 50-მდე მუშა შიმშილობს. მათგან 30 დილიდან შახტში ჩავიდა და პროტესტის ნიშნად აღარ ამოდიან. მეშახტეების თქმით, შახტში ჩასულ მუშებს, დანარჩენებიც შეურთდებიან. მეშახტეები სექტემბრის თვის ხელფასს ითხოვენ. მათთვის მიუღებელია კომპანია "საქნახშირის"ადმინისტრაციის შეთავაზება, დავალიანების დასაფარად ერთკვირიანი ვადის მიცემის შესახებ. მათი თქმით, "საქნახშირს" ეს დრო უკვე ჰქონდა, თუმცა, კომპანიამ ისინი ისევე, როგორც ბევრჯერ, ამჯერადაც მოატყუა.

"მოთმენის უნარი აღარ გვაქვს. აღარ შეუძლია ხალხს ამდენი. ბანკის ვალები გვაქვს ყველას, გადასახადებსაც ვეღარ ვიხდით. თუ ჩვენი მითხოვნები არ დაკმაყოფილდება, გავაგრძელებთ პერმამენტულ აქციებს და შიმშილობასაც გამოვაცხადებთ. უკან დასახევი გზა უბრალოდ არ გვაქვს. შახტმა რომ შეწყვიტოს მუშაობა, მთელი ტყიბული უმუშევარი დარჩება," - ამბობს გელა ბოჭორიშვილი.

ტყიბულის შახტში დასაქმებულები დილიდან გაიფიცნენ. 30-მდე მუშა შახტშია ჩასული და პროტესტის ნიშნად არ ამოდის. თანამშრომლების ნაწილი კი პროტესტს ქალაქის ცენტრში აგრძელებს. ტყიბულის შახტის 1000-მდე თანამშრომელს ხელფასი არ აუღია. კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.


ამავე თემაზე:

"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში (ვიდეო)


FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოძრაობა
14:22 / 13.12.2019
მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორებს 14 დეკემბერს "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციაში სტუდენტების მოტყუებით წაყვანაში ადანაშაულებენ.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და
ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის
ფაქტი გახსნეს.
12:25 / 13.12.2019

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა, ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
როგორ შემოდიოდა ქუთაისში ევროპული მოდა და კულტურა მე-19 საუკუნის მოერე ნახევარში.
„ადამიანის უფლებათა კვირეულის" ფარგლებში ქუთაისში ქართული ფილმის „სანამ მამა დაბრუნდება“ ჩვენება მოეწყო.
პარტია ,,თავისუფალი საქართველოს'' თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქართულ ოცნებას 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში ხალხის იძულებით წაყვანაში ადანაშაულებს.
27 დეკემბერს ქუთაისის ოპერის თეატრში საიუბილეო საღამო გაიმართება. ქუთაისი ოპერის თეატრი დაარსებიდან  50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად, თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი შენგელია  დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე დაასახელეს.
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟის სამუშაოები სრულდება.
7 დეკემბერს, მესხიშვილის თეატრში მსახიობ ევა ხუტუნაშვილის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.
ქუთაისელმა ჟურნალისტებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს სოლიდარობა გამოუცხადეს.