ახალი ამბები
მოზარდი, რომელმაც თერჯოლაში თავი ჩამოიხრჩო, სავარაუდოდ, ბულინგის მსხვერპლი იყო
FaceBook

14 წლის ბიჭი, რომელმაც თერჯოლის სოფელ ჭოგნარში თავი ჩამოიხრჩო, სავარაუდოდ, თანატოლების მხრიდან ბულინგის მსხვერპლი იყო.


„მთავარი არხის“ მიერ, გავრცელებულ სმს მიმოწერების მიხედვით, რომელიც  გარდაცვლილი ბავშვისა და მისი კლასელების დახურულ ჯგუფში საუბრის შინაარსს ასახავს, ლუკა თანატოლებს ბოდიშის მოხდას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ღიად წერდა, რომ თავს ჩამოიხრჩობდა.

"უნამუსო ვიყო, თუ ბოდიშებს არ მოიხდით სულ ყველა, გამკეთებელი თუ არ ვიყო“,-წერდა ლუკა.

 

ლუკას სმს-ებს  კლასელებმა  ირონიით უპასუხეს.


"ლუკა, სახლში შეიტანე და ლუსტრაზე ჩამოეკიდე გაგიძლებს“; "ლუკა, თქვი ამ ცხოვრებისთქო და  ბლის ხე გაქვს და თუ აწვდები მაგრად მოუჭირე, რომ არ ჩამოწყდეს. ან ვაფშე ხეზე თუ ახვალ,  გადმოხტი",-წერენ ლუკას  დახურული ჯგუფის წევრები.


ლუკამ ბოლოს ე.წ. ჩატში თოკის ფოტო ჩააგდო  და თავი ჩამოიხრჩო.


14 წლის ბიჭი სახლის ეზოში ჩამომხჩვალი 19 სექტემბერს იპოვეს. იგი ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა. დედა კი სამუშაოდ საზღვარგარეთ იყო წასული.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობას გულისხმობს.

ბოლო ორ კვირაში თერჯოლაში ეს თვითმკვლელობის მეორე შემთხვევაა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.