ახალი ამბები
"ჩათვალეთ, რომ ეს არის პრეზენტაცია ქუთაისში"- ვახტანგ ცაგარელი
FaceBook

"ჩათვალეთ, რომ ეს არის პრეზენტაცია ქუთაისში" -ასე პასუხობს ფონდი "ქართუს" პროექტების დირექტორი, ვახტანგ ცაგარელი შეკითხვას: რატომ არ გაიმართა  ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პრეზენტაცია ქუთაისში.


"ქუთაისში უნდა შედგეს? - განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა.

იგივე შეკითხვას პასუხი არ გასცა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია თბილისში 18 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებაზე პროექტის ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ მშენებლობის პროცესი  170 ათასი კვადრატულ  მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. შენდება სამი  სასწავლო კორპუსი და სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი,  ბიბლიოთეკა და სასადილო. განვითარების შემდეგ სტადიებზე კი უნივერსიტეტის  ინფორმაციით, კიდევ  2 სასწავლო კორპუსი აიგება, ასევე, აშენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და კვლევით-სამეცნიერო დანიშნულების სხვა ობიექტები.

იგივე დღეს, ქუთაისში უნივერსიტეტის ტერიტორიის დათვალიერებისას გაიმეორეს. ფონდი "ქართუს" ხელმძღვანელებმა, განათლების მინისტრთან და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორიია 19 სექტემებრს დაათვალიერეს.


პროექტის ავტორების თქმით, სტუდენტთა პირველი ნაკადი უმაღლესმა სასწავლებელმა  2020 წელს უნდა მიიღოს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია  მიუნხენის  ტექნიკურ უნივერსიტეტთან  თანამშრომლობით. უნივერსიტეტში სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, ერთ-ერთი ისტორიული უბნის — გაპონოვისა და ნიუპორტის
ქუჩების რეაბილიტაცია მერიის იმ პროექტებს შორისაა, რომლის
განხორციელებაც დაპირებად დარჩა.
13:08 / 21.05.2026

ქუთაისში, ერთ-ერთი ისტორიული უბნის — გაპონოვისა და ნიუპორტის ქუჩების რეაბილიტაცია მერიის იმ პროექტებს შორისაა, რომლის განხორციელებაც დაპირებად დარჩა.

ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას
მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.
11:30 / 21.05.2026
ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.