ახალი ამბები
„ქუთაისის მერიას არ აქვს ბაზები სასტუმროების, ტრანსპორტის, მშენებარე ობიექტების შესახებ“
FaceBook

ქუთაისის მერია ღია მონაცემების სტრატეგიის დანერგვას იწყებს. დოკუმენტი დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განიხილეს.



სტრატეგია გულისხმობს,  როგორც მუნიციპალიტეტში არსებული მონაცემების  განახლებად რეჟიმში  ხელმისაწვმდომობის უზრუნველყოფას, ასევე,  მონაცემთა ბაზების შექმნას ქალაქში მიმდინარე მშენებლობების, ტურისტული ობიექტების, სასტუმროების, მუნიციპალური ტრანსპორტისა  და სხვა ტიპის მონაცემების მიხედვით. დამუშავებული ბაზებით კი სპეციალური, მობილური აპლიკაციები უნდა შეიქმნას.


სტრატეგიას ქუთაისის მერია USID -ის „კარგი მმართველობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.

USID -ის პროგრამების დირექტორის, ვალერი ავალიშვილის თქმით, ამ მიმართულებით ქუთაისის მერიას მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კი, სწორედ ბაზების არარასებობაა.


„ქუთაისის მერიას არ აქვს აღწერილი, მაგალითად,  ქალაქში სად რა შენდება, ვინ აწარმოებს ამ პროცესს და ვინ არის პასუხისმგებელი მის  ზედამხედველობაზე. არ არსებობს არანაირი დოკუმენტი, სადაც აღრიცხული იქნება სად ჩერდება  მუნიციპალური ტრანსპორტი და  რომელ საათზე.  არ არის ჰოსტელების, სასტუმროების ბაზები. პირველად რომ ჩამოვა ტურისტი ქალაქში, მას აპლიკაციის საშუალებით უნდა შეეძლოს ნახოს რომელია ყველაზე კარგი სასტუმრო. მეორე საკითხია მუნიციპალიტეტში მართვის საჯაროობა და განახლებად რეჟიმში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. მაგალითად, დაინტერესებულ პირებს, მათ შორის ჟურნალისტებს, ენჯეოებს,  საშუალება უნდა ჰქონდეთ განახლებად რეჟიმში ადევნონ თვალი ბიუჯეტის ხარჯვის პროცესს, ასევე, ღია და განახლებადი უნდა იყოს ინფორმაცია შესყიდვების შესახებ. ეს არის ის სამუშაოები, რაც პირველ ეტაპზე უნდა ჩაატაროს მუნიციპალიტეტმა, რათა შემდგომ უკვე გადავიდეთ აპლიკაციების შექმნის პროცესზე“, - განაცხადა USID -ის პროგრამების დირექტორმა, ვალერი ავალიშვილმა.



სტრატეგიის განხილვას ესწრებოდა ქუთაისის მერის მოადგილე, ნინო თვალთვაძე. მისი თქმით, პირველ ეტაპზე მერია თანამშრომლების ამ მიმართულებებით გადამზადებას უზრუნველყოფს.

მოხდა გარკევული გამოწვევების იდენტიფიცირება, მათ შორის საუბარია სისტემატიზაციაზე, თანამშრომლების გადამზადებასა და კომპეტენციაზე, რომელიც  მნიშვნელოვანი ფაქტია იმისათვის, რომ კიდევ უფრო ღია და ანგარიშვალდებული  გახდეს ქუთაისის მუნიციპალიტეტი“, - განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

ქუთაისი, თბილისისა და ახალციხის შემდეგ,  მესამე ქალაქი იქნება, სადაც ღია მმართველობის  სტრატეგია დაინერგება. სტრატეგიაზე სამუშაოდ  ქუთაისს ორწლიანი ვადა აქვს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.