ახალი ამბები
„სიცრუე და სპეკულაცია“ - თემურ მურღულია ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მასშტაბების შემცირებაზე
FaceBook

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის პროგრამების კოორდინატორი, თემურ მურღულია,  მშენებარე უნივერსიტეტის პირველად და ბოლოს გავრცელებულ ესკიზებს შორის განსხვავებაზე განმარტებებს აკეთებს.


მისი თქმით,  სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე უნივერსიტეტის სრული მასშტაბი  არ არის ასახული.

ფოტომასალა, რომელზეც მურღულია საუბრობს, მმართველი პარტიის ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით გავრცელდა, სადაც მხოლოდ ორი კორპუსი ჩანს.


თემურ მურღულია ირწმუნება, რომ  სინამდვილეში  ადგილზე უკვე შენდება სამი სასწავლო კორპუსი, სამი საერთო  და ერთი აკადემიური პერსონალის საცხოვრებელი.


ამის შესახებ საუნივერსიტეტო კომპლექსის  პროგრამების კოორდინატორმა ბიზნესმედიასთან ისაუბრა.


თემურ მურღულია  მცდარს და სპეკულაციურს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უნივერსიტეტი დაგეგმილი მასშტაბებით არ აშენდება, თუმცა, არ უარყოფს, რომ პიველ წელს ინფრასტრუქტურის მხოლოდ ნაწილი იქნება მზად.  ამასთანავე აცხადებს, რომ 2020 წელს ის ინფრასტრუქტურაც კი არ იქნება ბოლომდე ათვისებული, რისი მშენებლობაც ამ დროისთვის მოესწრება.


"ვრცელდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსის რენდერი და ცდილობენ საზოგადოებას აჩვენონ, რომ ეს უნივერსიტეტის ერთადერთი კორპუსია, რაც აბსოლუტური სიცრუეა. ის პირველადი რენდერები, რომლებიც იყო, შესაძლოა გაუმჯობესდეს და დაიხვეწოს, მაგრამ რაც შეეხება ინფრასტრუქტურისა და გამწვანების  მოცულობას, ამის შემცირება არავის უფიქრია. ყალბი სპეკულაციებია იმასთან დაკავშირებით, რომ ჭაობს არ აშრობენ. ჭაობი აუცილებლად დაშრება“, - განაცხადა თემურ მურღულიამ.

მისივე თქმით, 2020 წელს სამი სასწავლო კორპუსი იქნება მზად, მაგრამ ყველას გაშვება საჭირო არ გახდება.

„პირველი სასწავლო წლისთვის ბუნებრივია, სამი კორპუსი არ დაგვჭირდება და იმ კორპუსების გამოყენება, სადაც სწავლა არ იქნება, მოგეხსენებათ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ არ არის აუცილებელი ამ კორპუსების გაშვება, თუმცა სადაც დაგვჭირდება და რამდენიც დაგვჭირდება, ყველა სივრცე მზად იქნება. მათ შორის მზად იქნება პროფესორების საცხოვრებელი, საერთო საცხოვრებლებიდან ორი მზად აუცილებლად იქნება და მინიმუმ ორი სასწავლო კორპუსი იქნება მზად", - განაცხადა მურღულიამ.


მმართველმა პარტიამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ესკიზური ფოტოები მიმდინარე წლის 5 სექტემბერს გაავრცელა. ფოტოებზე ასახული ინფრასტრუქტურის მასშტაბები,  რადიკალურად განსხვავდება 2016 წელს გავრცელებული ესკიზისგან.



როგორი იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მაკეტი, ნახეთ აქ:

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.