ახალი ამბები
,,საბაგიროზე გრაფიკის შემოღების გამო ტურისტებს პრობლემები ექმნებათ'' - გოგი წულაია
FaceBook
პარტია  "თავისუფალი საქართველოს'' თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში საბაგიროს მუშაობის გრაფიკის შემცირებას აპროტესტებს.
გოგი წულაიას თქმით, საბაგიროს შეფერხებული მოძრაობა პრობლემას არა მარტო ტურისტებს, არამედ გორის უბნის მცხოვრებლებსაც უქმნით, რადგან გორაზე მიკროავტობუსები არ მოძრაობენ და მოსახლეობა ტრანსპორტად საბაგიროს იყენებს.

"საბაგირო დილიდან საღამომდე ყოველდღე მუშაობდა, ახლა კი ყოველდღე არ მუშაობს, და როცა მუშაობენ, მაშინაც დღის მეორე ნახევრიდან.  ახლა ტურისტული სეზონია და ამ გადაწყვეტილების მიღება არაფრით არ შეიძლებოდა. ტურისტი ფულს გვიხდის და ამ დროს ჩვენ საბაგიროს დაკეტილს ვახვედრებთ. ყველაფერი უკუღმა რატომ ხდება ამ ქვეყანაში? რაც უსწორდებათ, იმას აკეთებენ, ხალხის მდგომარეობას კი არავინ ითვალისწინებს. ამბობენ, რომ გრაფიკი შრომის კოდექსს მოარგეს. კანონს ვწერთ იმისთვის, რომ ადამიანებს მეტი კომფორტი ჰქონდეთ თუ იმისთვის, რომ დისკომფორტი შევუქმნათ? მივმართავ ქუთაისის მერიას, ჩაერიოს ამ საქმეში, რათა რაც შეიძლება მალე მოაგვარდეს აღნიშნული პრობლემა'', - ამბობს გოგი წულაია.


გორის პარკის დირექტორი კახა კუხიანიძე ამბობს, რომ გრაფიკის შემოღებით ისინი კანონს იცავენ. მისი თქმით, თანამშრომლებს სამუშაო დრო 40 საათზე გადაუნაწილეს. ახალი კადრების შერჩევისთვის კი, მიმდინარეობს აპლიკაციების მიღება. უკვე რამდენიმე დღეა ქუთაისში საბაგიროს მუშაობა შეფერხებულია. ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს საბაგირო 17-დან 22, საათამდე მუშაობს.


შაბათ-კვირას - 10-დან 22 საათამდე. ხუთშაბათი კი დასვენების დღეა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი
შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
14:19 / 10.10.2026
ტყიბულის შახტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთი მეშახტე დაშავდა.
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში
მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული
შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
დაასრულა.
13:20 / 10.10.2026

საქართველოს პროკურატურამ რუსთავის N6 საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.