ახალი ამბები
ვანში, სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი დახმარებას ითხოვს
FaceBook

ვანის რაიონის სოფელ სულორში მცხოვრები დვალიშვილების ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.


ერთი კვირის წინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ მათ საცხოვრებელ სახლს საძირკველი გამოაცალა.


დვალიშვილები სტიქიის შედეგად სამი თვის წინაც დაზარალდნენ. მაისში ძლიერმა ქარმა მათ საცხოვრებელს სახლს სახურავი ახადა. ერთი კვირის წინ მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ კი ისედაც დაზიანებული სახლი მიწასთან გაასწორა. გადარჩა მხოლოდ საოჯახო ინვენტარი. დვალიშვილები ამჟამად მეზობელთან ცხოვრობენ. როგორც ლელა ძნელაძე ამბობს, ოჯახი სოციალურად დაუცველია, დიასახლისს სიმსივნე აქვს, მომხდარმა კატასტროფამ კი ისედაც გაუბედურებული ოჯახი მეტად გააუბედურა.


,,სამი თვის წინ, როდესაც სტიქიის შედეგად დვალიშვილების საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა, ოჯახი მთავრობის მიერ გამოყოფილ ბინაში გადავიდა. სამწუხაროდ, ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ოთხი წლის შემდეგ სოციალურებს გადაამოწმებენ ხოლმე. ამის გამო დვალიშვილებს დახმარება დროებით შეუჩერდათ. მათთან რომ მივედი, დიასახლისმა ტირილი დაიწყო, სოციალური შეგვიჩერეს და მშივრები ვართო. ამის შემდეგ ჩემთან გადმოვიყვანე. მართალია დღეს ოჯახმა სოციალური დახმარება აღიდგინა, მაგრამ მას 22 სექტემბრამდე ვერ აიღებენ. მართლა საშინელ მდგომარეობაში არიან", - ამბობს მეზობელი.



ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარება მათ არცერთ პროგრამაში არ ჯდება. მერიამ დვალიშვილების ოჯახის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში, სტიქიით დაზარალებულთა საქმეების კომისიას გადაუგზავნა. ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში იმედს გამოთქვამენ, რომ კომისია დვალიშვილებს დახმარებას გაუწევს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი
დააკავეს.
15:19 / 28.06.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოსა და ამავე დეპარტამენტის იმერეთის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
13:19 / 26.06.2026
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე მოსახლეობის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.