ახალი ამბები
ასსაფეხურიანი კიბეების პროექტირების ტენდერი მეორედ ჩაიშალა
FaceBook
ქუთაისში, ასსაფეხურიანი კიბეების პროექტირებისთვის გამოცხადებული ტენდერი მეორედაც ჩაიშალა.
სამუშაოების შესყიდვით არც ამჯერად დაინტერესებულა ვინმე. 

ქუთაისის მერია პროექტის შედგენაში 15 000 ლარს იხდიდა. პირველი ტენდერის ჩაშლის მიუხედავად მერიას სატენდერო ღირებულება არ შეუცვლია. 

ქუთაისის მერიამ ბალახვნის ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია  გასული წლის დასაწყისში დაანონსა. მერიამ მაშინ ესკიზიც გაასაჯაროვა და განაცხადეს, რომ სამუშაოებისთვის 500 000 ლარს დახარჯავდნენ. მოგვიანებით, გაირკვა, რომ მერიის მიერ შედგენილი პროექტი  ტერიტორიის იმ ნაწილს მოიცავდა, რომელიც მის ბალანსზე არ იყო.


ამის შემდეგ, თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში მერია პროექტის არგანხორცილების გამო თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი ეკონომიკის სამინისტრო იყო, რომელიც ქალაქს პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიას არ უთმობდა.


ახლა კი ირკვევა, რომ მერიას ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ  შეეძლო პროექტი შეეცვალა და სამუშაოები დაეწყო და თუ ასე მოხდებოდა, კიბეების რეაბილიტაცია ახლა უკვე დასრულებული იქნებოდა, რადგან პირველი პროექტის შესრულების ვადა სწორედ ამ დროზე იყო გათვლილი.


რაც შეეხება იმ მიწი ნაკვეთს, რომელსაც მერია სახელმწიფოს სთხოვდა, ეკონომიკის სამინისტრომ ტერიტორია უკვე გაასხვისა. ახალი მფლობელი კი ადგილზე სასტუმროს აშენებს. 

როგორი უნდა ყოფილიყო და როგორი იქნება ბალახვნის ას საფეხურიანი კიბე:   ნახეთ აქ

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ას საფეხურიანი კიბის
რეაბილიტაციისთვის მერიამ მომდევნო წლის ბიუჯეტში ერთი მილიონი ლარი
გაითვალისწინა.
15:53 / 18.11.2019

ქუთაისში ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის მერიამ მომდევნო წლის ბიუჯეტში ერთი მილიონი ლარი გაითვალისწინა.

ბექა ლომთაძე 14 წელია მოჭიდავეა,
27 წლის ასაკში ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
14:55 / 18.11.2019
ბექა ლომთაძე 14 წელია მოჭიდავეა, 27 წლის ასაკში ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონპროექტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც ქვეითთათვის სანქციები გამკაცრდება.
ქუთაისის შემოვლით გზაზე , გვიან ღამით ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში გაიმართება ბავშვთა ძალადობის შემცირებისკენ მიმართული კამპანია, რომლის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე.
ქუთაისის ააიპ „გაბა-ბაღების გაერთიანების“ 37 ფილიალიდან 17-ში გათბობა ამ დრომდე არ ჩაურთავთ.
ქუთაისიპოსტი, იმერეთის მუნიციპალიტეტებში აგრძელებს ვიდეობლოგების წარმოებას, სახელწოდებით “მოქალაქის ხმა”.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონში ხანძარია.
კატო მიქელაძე ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურაა საქართველოში ქალთა ემანსიპაციის მოძრაობაში,მისი აქტივიზმით, პირდაპირობით და გაბედულებით.
რა შესაძლებლობები არსებობს ქუთაისში ახალგაზრდების დასაქმების კუთხით? რამდენად ახერხებენ სტუდენტები სწავლისა და მუშაობის შეთავსებას?