პოლიტიკა
რკინიგზელთა დავა ადმინისტრაციასთან წარმატებით დასრულდა
FaceBook
საქართველოს რკინიგზელთა ახალ პროფკავშირისა და რკინიგზის ადმინისტრაციას შორის მიმდინარე კოლექტიური შრომითი დავა - სამედიაციო შეთანხმებით დასრულდა.
ამის შესახებ რკინიგზელთა ახალ პროფკავშირში აცხადებენ. 

მათი თქმით, ურთიერთკომპრომისისა და მხარეებს შორის კეთილსინდისიერი მოლაპარაკებების მიმდინარეობით, მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც გულისხმობს შემდეგს: 

2020 წლის პირველი მარტიდან დაანონსებული 10%-იანი სახელფასო ზრდა განხორციელდეს და დაიწყოს 2019 წლის 1 დეკემბრიდან - აღნიშნული გადაწყვეტილება, დამატებით 3 მილიონი ლარით, ხოლო ჯამში დაახლოებით 15 მილიონი ლარით ზრდის სახელფასო ბიუჯეტს და მოიცავს 12 500 რკინიგზელს;

შეთანხმების თანახმად მოიხსნას ყოველგვარი დამატებითი კრიტერიუმი (შეფასებები, საყვედური, გაფრთხილება, ბიულეტინი...) და მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში (2019 წლის ნოემბერი), საპრემიო ბიუჯეტი (დაახლოვებით 4 მილიონი ლარი) გადანაწილდება სოლიდარობის პრინციპის დაცვით - 12 500 რკინიგზელზე თანაბრად (333 ლარი);

ადმინისტრაციის მხრიდან 2020 წელს დაანონსებულ საპრემიო ფულად საჩუქარს (საახალწლოდ - 200ლარი, სააღდგომოდ -200 ლარი), დაემატა კიდევ ერთი - რკინიგზელის დღესთან დაკავშირებული პრემია - 200 ლარის ოდენობით - რაც თავის მხრივ დაახლოებით 2.5 მილიონი ლარით ზრდის საპრემიო ბიუჯეტს; 

2021 წლის ივნისის თვეში ხელფასების შემდგომი სეგმენტური ზრდის მიზნით, ადმინისტრაცია და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი გამართავენ დამატებით მოლაპარაკებებს. 

შრომის კანონმდებლობის, მათ შორის შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის დაცვისა და საწარმოო ტრამვების (ასევე, უბედური შემთხვევების) გამოკვლევის მიზნით, რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი მონაწილეობას მიიღებს საწარმოო ტრამვებისა და უბედური შემთხვევების გამოკვლევის ღონისძიებებში - წევრი რკინიგზელების შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვის უზრუნველსაყოფად. 

პროფკავშირში განმარტავენ, რომ აღნიშნული შეთანხმების პირობები გახლავთ ის მაქსიმუმი, რისი შესაძლებლობაც ორივე მხარეს მოლაპარაკებების რთულმა პროცესმა და კომპანიის შესაძლებლობებმა მისცა. შედეგად, დათმობებისა და ურთიერთკომპრომისის ხარჯზე, თავიდან იქნა არიდებული გაფიცვის უფლების გამოყენება, რაც თავის მხრივ რთულად გადასატანი იქნებოდა როგორც კომპანიისთვის, ისე იქ დასაქმებული 12 500 რკინიგზელისთვის", - წერია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო: რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი/არქივი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.