ახალი ამბები
ქუთაისი გადასარჩენია - მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ
FaceBook
ქუთაისის მერიამ ვაშინგტონის ჯიშის პალმებისა და ემონიუსის შეძენასა და დარგვისთვის ტენდერი მიმდინარე წლის 23 აგვისტოს გამოაცხადა. სამუშაოების ჩასატარებლად მერიამ 36 876 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.


პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ოფისის წარმომადგენლები, ადგილობრივ ხელისუფლებას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
პარტიის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი, გოგი წულაია, ქუთაისის მერიის მიერ ვაშინგტონის ჯიშის პალმებისა და ემონიუსის შეძენის შესახებ გამოცხადებულ ტენდერს აკრიტიკებს.
"ამ ხელისუფლებამ მგონი არ იცის რა დღეშია ეროვნული ვალუტა და რა პრობლემებშია მოსახლეობა, რა დროს პალმების დარგვა და გალამაზებაა, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით, გადასარჩენია ქალაქი," - აცხადებს წულაია.
ქუთაისის მერიაში პარტია "თავისუფალი საქართველოს" კრიტიკას ეხმაურებიან. როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი არამიზნობრივად არ იხარჯება.
„არ ვეთანხმებით ბატონ გოგის იმაშ,ი რომ ეს არამიზნობრივი ხარჯვაა. ეს არის ქალაქის იერსახეზე ზრუნვა. პალმები სხვადსახვა დროს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაზიანდა. ამიტომ, სულ შევიძენთ 15 ე.წ ვაშინგტონის პალმას. ასევე 250 ბუჩქოვან ემონესიას. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო ასევე ადგილობვრივი მოსახლეობის მოთხოვნა“- განაცხადა ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ.
ქუთაისის მერიამ ვაშინგტონის ჯიშის პალმებისა და ემონიუსის შეძენასა და დარგვისთვის ტენდერი მიმდინარე წლის 23 აგვისტოს გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 15 ცალი პალმისა და 250 ცალი ემონიუსის შესყიდვა, დარგვა და სხვა სამუშაოები "მიმწოდებელმა" ხელშეკრულების დადებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად მერიამ 36 876 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
ანა ჯანაშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.