ახალი ამბები
ქუთაისელმა ახალგაზრდებმა საერთაშორისო კონკურსზე ცხრა პირველი ადგილი აიღეს
FaceBook
ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე ცხრა პირველი ადგილი აიღო.

კონკურსი ,,მსოფლიო, ხელოვნება და ზღვა" ბულგარეთის ქალაქ ვარნაში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც 18 ქვეყნის 400-მდე ბავშვი მონაწილეობდა.

ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი საერთაშორისო კონკურსში ხატვის, ვოკალის და ინსტრუმენტული მიმართულებით იყო ჩართული. ჟიურის გადაწყვეტილებით ცენტრმა სხვადასხვა ნომინაციაში ცხრა პირველი ადგილი აიღო, საქართველო კი საუკეთესო დელეგაციად დასახელდა.
,,18 ქვეყანას შორის საქართველომ წარმატებულად იასპარეზა. ეს ჩვენი დიდი გამარჯვებაა. გვიხარია, რომ ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრი აგრძელებს წარმატებების მოპოვებას ქვეყნის გარეთ მსგავს კონკურსებში," - ამბობს ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალია პატარიძე.

კონკურსში მონაწილე ბავშვების ნაწილი თიბისი ბანკის სტიპენდიანტია. დაახლოებით შვიდი თვის წინ, თიბისი ბანკის პროგრამის მიხედვით, ცხრა ბავშვს 100 ლარის ოდენობის სტიპენდია დაენიშნა, მათგან ოთხი ბულგარეთში გამართულ კონკურსში მონაწილეობდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში არსებულ მუხნარის
ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი
12:11 / 20.08.2025
ქუთაისში არსებულ მუხნარის ტყე-პარკში ,,ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალი"-ს ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს ( NAT250015047) აცხადებს.


შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 58`000 ლარია.

ფესტივალი გაიმართება 13-14 სექტემბერს.

ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად ფესტივალზე წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი მუსიკალური ჟანრები:

Ibiza House Classics
Trance Anthems 
Dance & Disco Classics
დამატებით დასაშვებია: Deep House და Chillout Grooves



ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით კონცერტების ხანგრძლივობა თითოეულ დღეს არანაკლებ 180 წუთი.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი
მოქალაქე.
15:44 / 19.08.2025
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.