პოლიტიკა
პოლიციამ 3 თვეში სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა
FaceBook
ბოლო სამი თვის განმავლობაში პოლიციამ სექსუალური შევიწროების 11 ფაქტი გამოავლინა.
კანონის დამრღვევს 300 ლარის გადახდა მოუწევს, ხოლო ერთი წლის განმავლობაში იგივე ქმედების ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარამდე იზრდება.

პარლამენტმა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი მიმდინარე წლის მაისში მიიღო, რითაც სექსუალური შევიწროება დასჯადი გახდა.


საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების კონტროლი პატრულის თანამშრომლებს დაევალათ.

უფრო მკაცრია კანონი არასრულწლოვნის, ორსულისა და შშმ პირის მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე. ასეთ შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა 800 ლარია, ხოლო გამეორების შემთხვევაში 1000 ლარი.

სექსუალურ შევიწროებად ითვლება სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც ლახავს პირის ღირსებას, ქმნის მისთვის მტრულ და დამამცირებელ გარემოს. კანონში განმარტებულია რას გულისხმობს სექსუალური ხასიათის ქცევა.

ავტორები ამაში გულისხმობენ სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმას ან მიმართვას, ასევე, პირისთვის გენიტალიების ჩვენებას. ცვლილება რამდენიმე კანონს ეხება. ცვლილებები შევიდა შრომის, ორგანულ, სამოქალაქო და სამართალდარღვევათა კოდექსში.

შრომის კოდექსის მე-13 მუხლს დაემატა ახალი პუნქტი, რომელიც დამსაქმებელს სამუშაო ადგილზე თანამშრომლების მიმართ თანაბარი მოპყრობის უზრუნველყოფას ავალებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში თუ თქვენს მიმართ ადგილი ექნება სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას.


ამავე თემაზე:

სექსუალური შევიწროება - პრობლემა, რომელიც საქართველოში პრობლემად აღქმული არაა
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.